ევრო 2022. საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა

AutoSharing Option
ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის პირველი ტაიმი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ესპანეთთან ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში განადგურების შემდეგ ჩვენს გუნდს უნდა დაემტკიცებინა, რომ სწორი დასკვნები გამოიტანა და ფავორიტთან საბრძოლველად მზად იყო.

ტრავმა მოირჩინა ელისანდრომ, მაგრამ სამწუხაროდ, თამაში თალესმა ვერ შეძლო, რომელიც წინა შეხვედრაში დაშავდა. პირველი მომენტი საქართველოს ნაკრებმა შექმნა - ელისანდრომ რონინიო მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა მან შანსი ვერ გამოიყენა. რუსებმა საპასუხო იერიშებით გვიპასუხეს და აბრამოვის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

მოკლედ, თანაბარი თამაში იყო და მეტოქე იმ
უპირატესობას ვერ ფლობდა, რომელსაც ელოდა. შემდეგ მოწინააღმდეგე ინიციატივას დაეუფლა და მეკარე კუპატაძემ რუსების თავდამსხმელს გოლის გატანა არ დაანება. მერე შევუტიეთ და ელისანდროს დარტყმული ბურთი ორჯერ გოლკიპერმა მოიგერია. 37-ე წუთზე რუსებმა საჯარიმო გაითამაშეს, კარშიც დაარტყეს და ისევ მოწოდების სიმაღლეზე იდგა კუპატაძე. სწრაფ კონტრშეტევაზე ბრუნო პეტრიმ სცადა ანგარიშის გახსნა, მაგრამ მეკარემ არ გაატანინა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მოგვწონს თუ არ მოგვწონს რუსები გვჯობდიდნენ, მაგრამ ბიჭებმა კარგად იბრძოლეს, მეკარე ყოჩაღ
Nukri
22:41 01-02-2022
0
1:3
გოგა
21:47 01-02-2022
0

სიახლეები პოპულარული