მეოთხედფინალურ ეტაპზე ამსტერდამში პორტუგალიამ ფინეთი (3:2) დაამარცხა, შემდეგ კი უკრაინამ ყაზახეთს (5:3) აჯობა. საქართველო-რუსეთის დაპირისპირება დღეს, 1-ელ თებერვალს შედგება, ისევე, როგორც ესპანეთი-სლოვაკეთი, რომელმაც საკმაოდ მოულოდნელად, ხორვატიას აჯობა და ჯგუფიდან გავიდა.
რუსეთის ნაკრები
რუსების საუკეთესო მიღწევა 1999 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებაა, 2008 წელს კი ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავეს. საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ ავთანდილ ასათიანის გუნდი ორივე შეხვედრაში დაამარცხეს.
რუსეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრაში გაიმარჯვა. მათი ყველაზე
საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანელთა 2010 წლის მიღწევა გაიმეორა - დებიუტანტი ჯგუფიდან გავიდა, რაც დიდი წარმატებაა, რუსეთთან გამარჯვებით კი ახალი ფურცლის ჩაწერა შეგვიძლია. ჩვენგან საუკეთესო ბომბარდირი თალესია - 2 გოლით.
დარჩენილი გზა
თუკი ასათიანის გუნდი სასწაულს მოახდენს და 4 საუკეთესო ნაკრებში მოხვდება, 4 თებერვალს ნახევარფინალში უკრაინას დაუპირისპირდება. ტურნირზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაც იმართება - ფინალის დღეს, 6 თებერვალს.
ევროპის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტებად ესპანელები მიიჩნევიან.
ავთანდილ ასათიანი: მცირე ტრავმების და თავის დაზოგვის ფონზე ასეთ მეტოქესთან მზად არ ვიყავით
ევრო 2022. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ დამარცხდა და მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდება