საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეოთხედფინალში, რუსებთან დაძაბულ (1:3) დაპირისპირებაში დაასრულა. მოგეხსენებათ, ჯგუფურ ეტაპზე აზერბაიჯანის ნაკრებთან ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ (3:2) გავიმარჯვეთ. Azerisport-ზე ამ ქვეყნის ნაკრების ყოფილი დამრიგებლის, ელმან ალექფეროვის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის, ძირითადად, ავთანდილ ასათიანის გუნდზე საუბრობს:
"როდესაც 2:0-ს ვიგებდით, შესვენების შემდეგ მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე არ უნდა გვეფიქრა.
მათ ჩვენი ეშინოდათ. ქართველების მთავარი მწვრთნელი ფუტსალს აზერბაიჯანელებისგან სწავლობდა. ისინი ვერასდროს გვჯობდნენ და ეს მარცხი ძალიან საწყენია.
საქართველოს ნაკრებში ბევრი ლეგიონერია. თუკი მხოლოდ ადგილობრივებით ვითამაშებთ, დიდი ანგარიშით დავამარცხებთ."
ევრო 2022. რა მატჩი, რა ემოციები - საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანს თამაში 0:2-დან შემოუტრიალა! [VIDEO]
აზერბაიჯანელთა მწვრთნელი: თუ ქართველებმა ბოსნიაც დაამარცხეს, ჯგუფიდან გასვლა ძალიან გაგვიჭირდება