თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში ბათუმის "დინამო" სერბეთის ჩემპიონატის ლიდერ "პარტიზანთან" 1:3 დამარცხდა.
აჭარული გუნდი მამუჩაშვილმა დააწინაურა, შემდეგ ტერზიჩმა და რიკარდომ დალაშქრეს ალავიძის კარი და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა. მეორე ტაიმში აჭარულ გუნდს მილოვანოვიჩმა გაუტანა და ბელგრადელებმა გაიმრჯვეს.
დინამო (ბთ) (სასტარტო): ალავიძე, აზაროვი, ტეიდი, აზაცკი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, რადინი, ბიძინაშვილი, ზარია, გაფრინდაშვილი, ფლამარიონი
8 თებერვალს გია გეგუჩაძის შეგირდები "რუბინს" დაუპირისპირდებიან.