მატჩის დღე - ბათუმის "დინამო" კვარაცხელიას "რუბინის" წინააღმდეგ

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფი ბათუმის "დინამო", რომელიც ეროვნული ლიგის გამარჯვებულია, მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს, სადაც მისი მეტოქე ყაზანის "რუბინი" იქნება. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია მოწინააღმდეგეთა რიგებში საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ქართველ გარემარბს ჯერ ტრავმა აწუხებდა, შემდეგ კი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

მოსამზადებელ ეტაპზე ბათუმელებმა ჯერ ნიკა კვეკვესკირის "ლეხს" (2:1) აჯობეს, შემდეგ ვაკო გვილიას "რაკუვს" (3:3) დაუზავდნენ, სერბულ "პარტიზანთან" კი (1:3) დამარცხდნენ. 

გია გეგუჩაძის გუნდი ეროვნული ლიგის დაწყებამდე სუპერთასის შეხვედრასაც გამართავს. 

რაც შეეხება "რუბინს" - ლეონიდ სლუცკის გუნდმა თურქულ შეკრებაზე 3 მატჩი გამართა
და სამივე ფრედ, მათ შორის 2 დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე, დაასრულა.

შეხვედრა დღეს, 8 თებერვალს, 12:30 საათზე დაიწყება.

altხვიჩა ბათუმის "დინამოსთვის" ემზადება - კვარაცხელიას დაბრუნება



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული