"ცეცაძემ იკადრა ის, რასაც ქართველი ქართველს არ უნდა უკეთებდეს" - Geo Team-ის განცხადება

AutoSharing Option
"ფეისბუქზე" ქართულმა გვერდმა Geo Team-მა განცხადება გაავრცელა და არასასიამოვნო ფაქტზე გაამახვილა ყურადღება:

"მოგესალმებით! მიწევს ძალიან სამწუხარო განცხადების გავრცელება მზიანი ბელეკიდან. დღეს ჩვენი ბოლო სამუშაო დღეა თურქულ ვოიაჟში და კომენტარებში ძალიან ბევრი თხოვნის ფონზე, გადავწყვიტეთ წავსულიყავით "ტორპედო ქუთაისისა" და დანიური "ოდენსეს" მატჩზე, რათა ქუთაისელი ქომაგისთვის ლამაზი ეპიზოდი გვეჩუქებინა.

დილით "დინამო მოსკოვის" და "დინამო თბილისის" მატჩზე მივედით და რადგანაც ემთხვეოდა მატჩები, თბილისური გუნდის შეხვედრიდან ნაადრევად წამოვედით, რადგან მათ მატჩზე 2 დღის წინ ვიყავით და გვსურდა, ქუთაისელები მაქსიმალურად გვესიამოვნებინა.

აი, იქ რაც მოხდა,
სიბრაზისგან მაქსიმალურად ვცდილობ მშვიდად გადმოგცეთ: საქართველოდან ამდენი კილომეტრით მოშორებით ჩასული Geo Team-ი გია ცეცაძემ მატჩიდან გაუშვა. უნდა აღვნიშნოთ, რომ "ტორპედოს" ხელმძღვანელობა ამ ფაქტმა ძალიან დათრგუნა და ისინი ცდილობდნენ სიტუაციაში გარკვევას, თუმცა მთავარი მწვრთნელის პოზიცია შეუვალი იყო.

ახლა გეტყვით, რეალურად რა არის ამის მიზეზი: 2020 წლის დასაწყისში გია ცეცაძე დაინიშნა "საბურთალოში", სადაც მიიყვანა გიორგი ჭანტურია და სურდა გუნდში გაგი მარგველაშვილისთვის კაპიტნობა, ხოლო გიორგი კოხრეიძისთვის 10 ნომერი ჩამოერთმია და გიორგი ჭანტურიასთვის გადაეცა. ჟურნალისტი ვარ, მოვიპოვე ეს ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც დიდ უსამართლობას უკავშირდებოდა და გავაჟღერე. ამის შემდეგ გუნდიდან წასვლა მოუხდა ცეცაძეს. თავად ამბობს, რომ ეს ასე არ იყო და მე ვიტყუები, თუმცა ამას დაგიდასტურებთ ნებისმიერი ფეხბურთელი და გუნდის წევრი, ვინც იმ მომენტში "საბურთალოში" ირიცხებოდა, რომ მართალი ვარ. ჟურნალისტი ვარ და ცალსახაა, ყველას ვერ ვეყვარები. ჩემთვის მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაცია გავაჟღერო და დეზინფორმაციის გამავრცელებელი არ ვიყო!

ეს ყველაფერი დღემდე გულში აქვს ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს და ამის გამო იკადრა დღეს ის, რასაც ქართველი ქართველს არ უნდა უკეთებდეს. ეს არის შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება და საქციელი.

სამწუხაროდ, ჩემი ქუთაისის "ტორპედოსადმი" და ქუთაისელი ხალხისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, დღეიდან, სანამ გია ცეცაძე "ტორპედოშია", "ჯეო თიმის" და ამ გუნდის ურთიერთობა დასრულებულია. ძალიან, ძალიან ვწუხვართ, ქუთათურებო!".

მკითხველის კომენტარები / 24 /
შე დალოცვილო ჟურნალისტი ვარო იძახი და ის არიცი, რომ თამაშიდან გამოშვების უფლება არავის აქვს? და იქნებ ოდენსეს თამაში გადასაღებად იყავი ვისი რა სქმეა. ან თუიმის ამბიცია გაქვს, რომ ჟურნალისტი ხარ მაგ პროფესიის ხალხი ყველაფერს აკეთებს სასურველი მასალის მოსაპოვებლად და ვისი რა საქმეა რას იღებდი????????? ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მიზეი გჭირდებოდა, რომ ეს მომხდარი მერე დაგეწერა და ამით პიარი გაგეკეთებინა. ამხანაგური თამაშის გადაღებაზე, რა უფლებების მოპოვება გჭირდებოდა)))))) სასწაული რა.
ქუთაისელი
22:17 10-02-2022
24
არა ძმაო სასწაული ხალხი ვართ რა...როგორ ბედავთ და ამ შემთხვევაში ჟურნალისტს ასანაშაულებთ ზოგიერთები?არაადამიანურად მოიქცა გია ამას რათ უნდა განხილვა??
ლუკა
03:30 11-02-2022
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული