"ცეცაძემ იკადრა ის, რასაც ქართველი ქართველს არ უნდა უკეთებდეს" - Geo Team-ის განცხადება

AutoSharing Option
"ფეისბუქზე" ქართულმა გვერდმა Geo Team-მა განცხადება გაავრცელა და არასასიამოვნო ფაქტზე გაამახვილა ყურადღება:

"მოგესალმებით! მიწევს ძალიან სამწუხარო განცხადების გავრცელება მზიანი ბელეკიდან. დღეს ჩვენი ბოლო სამუშაო დღეა თურქულ ვოიაჟში და კომენტარებში ძალიან ბევრი თხოვნის ფონზე, გადავწყვიტეთ წავსულიყავით "ტორპედო ქუთაისისა" და დანიური "ოდენსეს" მატჩზე, რათა ქუთაისელი ქომაგისთვის ლამაზი ეპიზოდი გვეჩუქებინა.

დილით "დინამო მოსკოვის" და "დინამო თბილისის" მატჩზე მივედით და რადგანაც ემთხვეოდა მატჩები, თბილისური გუნდის შეხვედრიდან ნაადრევად წამოვედით, რადგან მათ მატჩზე 2 დღის წინ ვიყავით და გვსურდა, ქუთაისელები მაქსიმალურად გვესიამოვნებინა.

აი, იქ რაც მოხდა,
სიბრაზისგან მაქსიმალურად ვცდილობ მშვიდად გადმოგცეთ: საქართველოდან ამდენი კილომეტრით მოშორებით ჩასული Geo Team-ი გია ცეცაძემ მატჩიდან გაუშვა. უნდა აღვნიშნოთ, რომ "ტორპედოს" ხელმძღვანელობა ამ ფაქტმა ძალიან დათრგუნა და ისინი ცდილობდნენ სიტუაციაში გარკვევას, თუმცა მთავარი მწვრთნელის პოზიცია შეუვალი იყო.

ახლა გეტყვით, რეალურად რა არის ამის მიზეზი: 2020 წლის დასაწყისში გია ცეცაძე დაინიშნა "საბურთალოში", სადაც მიიყვანა გიორგი ჭანტურია და სურდა გუნდში გაგი მარგველაშვილისთვის კაპიტნობა, ხოლო გიორგი კოხრეიძისთვის 10 ნომერი ჩამოერთმია და გიორგი ჭანტურიასთვის გადაეცა. ჟურნალისტი ვარ, მოვიპოვე ეს ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც დიდ უსამართლობას უკავშირდებოდა და გავაჟღერე. ამის შემდეგ გუნდიდან წასვლა მოუხდა ცეცაძეს. თავად ამბობს, რომ ეს ასე არ იყო და მე ვიტყუები, თუმცა ამას დაგიდასტურებთ ნებისმიერი ფეხბურთელი და გუნდის წევრი, ვინც იმ მომენტში "საბურთალოში" ირიცხებოდა, რომ მართალი ვარ. ჟურნალისტი ვარ და ცალსახაა, ყველას ვერ ვეყვარები. ჩემთვის მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაცია გავაჟღერო და დეზინფორმაციის გამავრცელებელი არ ვიყო!

ეს ყველაფერი დღემდე გულში აქვს ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს და ამის გამო იკადრა დღეს ის, რასაც ქართველი ქართველს არ უნდა უკეთებდეს. ეს არის შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება და საქციელი.

სამწუხაროდ, ჩემი ქუთაისის "ტორპედოსადმი" და ქუთაისელი ხალხისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, დღეიდან, სანამ გია ცეცაძე "ტორპედოშია", "ჯეო თიმის" და ამ გუნდის ურთიერთობა დასრულებულია. ძალიან, ძალიან ვწუხვართ, ქუთათურებო!".

მკითხველის კომენტარები / 24 /
"ტორპედო" ცეცაძეა მხოლდ,მისია და მისით იზომება? ის გაცილებით,გაცილებით დიდია! ეს გუნდი არა მხოლდ "ქუთაისელი ხალხის",არამედ მთლიანად იმერეთის, საქართველს ერთ-ერთი უსაყვარლესი გუნდია ათეყული წლებია უკვე!!და თუკი ჟურნალისტი მართლა ჟურნალისტია და კარგად აქვს გათვიცნობიერებული საკუთარი მოვალება ამ გუნდის უამრავი თაყვანისმემლს წინაშე, ასეთ მოუზომავ "დამასრულებელ" განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. ბრაზი,დიდის ალბათობით გაივლის,მაგრამ ნათქვამს,დაწერილს, წამოსროლილს,უკვე არაფერი ეშველება,გულწრფელი მონანიებისა და ბოდიშის მეტი.საამისოდ საქმე რად უნდა გავიხადთ?!...
მერაბი
10 თებერვალი 2022 22:16
15
რამ გააგიჟა ამხელა კაცი-ბიჭი ქართულ ფეხბურთს აპიარებს,ან როგორ გაუშვა,მისი სტადიონია?
Levani
10 თებერვალი 2022 22:10
15
აუფ დავიღუპეთ,რაიმე გასაკვირი არ მომხდარა,ცეცაძე და ეგეთები.
ცაი
10 თებერვალი 2022 21:57
9

სიახლეები პოპულარული