ქართული ფეხბურთის ლეგენდა ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა

AutoSharing Option
84 წლის ასაკში ქართული ფეხბურთის ლეგენდა ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა.

ილია დათუნაშვილი თბილისის "დინამოს" ტრიუმფის ერთ-ერთი გმირი იყო - მან 1964 წელს მოსკოვის "ტორპედოსთან" ტაშკენტში ჩატარებულ ისტორიულ მატჩში დუბლი შეასრულა და ქართული გუნდი პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

დაუვიწყარი იქნება ილია დათუნაშვილის მიერ 1966 წელს "არარატთან" მატჩში 27 წუთში გატანილი 5 გოლი.

ილია დათუნაშვილი ერთხელ სსრკ-ის ჩემპიონი და ორჯერ ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. 1966 წელს გატანილი 20 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ
ის პრიზი მოიპოვა.

ილია დათუნაშვილმა თბილისის "დინამოში" 249 მატჩში 60 გოლი გაიტანა. ის "სპორტის რაინდის" წოდებით დააჯილდოვეს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. დიდი ფეხბურთელი, ქართული ფეხბურთის ლეგენდა. უფალმა სამარადისო ნათელი დაუმკვიდროა იმ ქვეყნად.
გიზოგ
15:23 12-02-2022
0
მადლობა ლეგენდავ. მშვიდათ განისვენე
ირაკლი
14:07 12-02-2022
0

სიახლეები პოპულარული