ქართული ფეხბურთის ლეგენდა ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა

AutoSharing Option
84 წლის ასაკში ქართული ფეხბურთის ლეგენდა ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა.

ილია დათუნაშვილი თბილისის "დინამოს" ტრიუმფის ერთ-ერთი გმირი იყო - მან 1964 წელს მოსკოვის "ტორპედოსთან" ტაშკენტში ჩატარებულ ისტორიულ მატჩში დუბლი შეასრულა და ქართული გუნდი პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

დაუვიწყარი იქნება ილია დათუნაშვილის მიერ 1966 წელს "არარატთან" მატჩში 27 წუთში გატანილი 5 გოლი.

ილია დათუნაშვილი ერთხელ სსრკ-ის ჩემპიონი და ორჯერ ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. 1966 წელს გატანილი 20 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ
ის პრიზი მოიპოვა.

ილია დათუნაშვილმა თბილისის "დინამოში" 249 მატჩში 60 გოლი გაიტანა. ის "სპორტის რაინდის" წოდებით დააჯილდოვეს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
წარმოიდგინეთ რა ხდებოდა სტადიონზე, როცა 27 წთ-ში ილომ 5 ბურთი გაიტანა, თანაც ვისთან. ის ვითომ 1938წ 5 ბურთიანი რეკორდი მერე ამოთხარეს რუსებმა არქივიდან, მაგრამ არ იყო 27წთ-ში გატანილი. მადლობა ილოს ყველაფრისათვის! ხსოვნა იქნება, სანამ სტადიონები იქნება!
ვაჟა მასწავლებელი
00:54 12-02-2022
0
ღმერთმა ნათელში ამყოფოს
ივერი
00:07 12-02-2022
0

სიახლეები პოპულარული