არველაძე იმედგაცრუებულია - "ქულის მოპოვება შეგვეძლო"

AutoSharing Option
ჩემპიონშიპის ლიდერ "ფულემთან" (0:1) ალეკსანდრ მიტროვიჩის (31-ე გოლი მიმდინარე სეზონში) შედეგიანი დარტყმით მარცხის შემდეგ, "ჰალ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ კომენტარი გააკეთა:

"ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ იმედგაცრუებულები ვართ. ქულა რომ აგვეღო, მჯერა, ყველა იტყოდა, რომ ჩვენ ამას ვიმსახურებდით...

ეს არის ფეხბურთი... ჩვენ ვეთამაშეთ ლიგის საუკეთესო გუნდს. ისინი საუკეთესო გამტანები არიან. თუ მათ სტატისტიკას დააკვირდებით - სწრაფად თამაშობენ და ერთმანეთის ესმით...

ჩვენ ვცდილობდით მათ შეჩერებას, გუნდურად დაცვას და გუნდურად შეტევას, რამაც გამახარა, მაგრამ ასევე იმედგაცრუებული ვარ, რადგან მჯერა, რომ ქულის მოპოვება
შეგვეძლო.

ეს არის ჩემი გუნდის ხელწერა, სულისკვეთება და დამოკიდებულება, რომელიც მათ აჩვენეს.

დღეს ნამდვილად იყო დღე, როდესაც მე ბიჭებით ვამაყობ. ასევე, დიდ პატივს ვცემ გულშეატკივრების ძალისხმევას - ასეთ სიცივეში და სველ ამინდში ჩვენს დასახმარებლად მოვიდნენ.

მათ ძალისხმევა დაინახეს, კარგი საფეხბურთო მატჩი იხილეს, სადაც ორივე გუნდი ლამაზი, მიმზიდველი ფეხბურთის თამაშს ცდილობდა."

ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ, ქართველი სპეციალისტის გუნდი 15 თებერვალს "შეფილდს" ესტუმრება.

altშოთა არველაძის "ჰალი" მიჯრით მესამედ დამარცხდა


მკითხველის კომენტარები / 7 /
შეამოწმეთ თქვენი ფეხბურთელების ფიზიკური მომზადების დონე საერთაშორისო მოთხოვნებს რამდენად აკმაყოფილებს და იმედგაცრუება ნაკლები იქნება...

სასტარტო სისწრაფე 30 მ-ზე დასავლეთ ევროპული სტანდარტების მიხედვით: 18 წლის და ზევით - 3,9;

სწრაფგამძლეობა: 18 წლის და ზევით - 10 კმ უნდა დაფაროს 40 წუთში.

ამის შესრულების შემდეგ ნებისმიერ გუნდთან ჩნდება მოგების შანსი, რადგან ფეხბურთელები ძალიან გვიან იღლებიან და თუ მოწინააღმდეგე იგივე დონეზე არ არის მომზადებული ბევრად ადრე დაიღლება - შესაბამისად შეცდომებსაც ბევრად მეტს დაუშვებს!
Guja Kakhadze
13 თებერვალი 2022 11:18
3
კვარაცხელიაზე რომ ჰკითხა აზრი სიმეონეს და გაგვიზიარა, თავის თავზეც ჰკითხოს და ისიც გვითხრას. თუ კვარაცხელიაზე არის სიმეონეს აზრი საინტერესო როგორც ფეხბურთელზე, მაშინ ბატონ შოთაზეც გვაინტერესებს,როგორც მწვრთნელზე :)
Winter
13 თებერვალი 2022 14:02
10
იუთუბზე ვუყურე ათ წუთიან ჰაილაითებს კრიტიკული თვალით, მაგრამ მწვრთნელის ბრალი ყველაზე ნაკლებად იყო ეს წაგება.

მწვრთნელის ხელი ეტყობოდა გუნდს, ტაქტიკა იყო ახალი 4-3-3 აიაქსის სტილი და კომბინაციების გათამაშებასაც ცდილობდნემ. თუმცა შემსრულებლები ჰყავთ საშინელი. შემტევები კარში ვერ ახვედრებენ ბურთს, მცველები კიდევ დაცვაში ერთი/ერთზე პოზიციურ ბრძოლებსაც აგებენ და სისწრაფეშიც ვერ უქაჩავენ მოწინააღმდეგის თავდამსხმელებს. გაუჭირდება ამ ფეხბურთელებით რამის მიღწევა. იმედია არ გავარდებიან და დაიწყებენ ქულების დაგროვებას
კარგად ითამაშეს
14 თებერვალი 2022 03:16
1
შევარდნაძეს შეეძლო.
Bneli.Tkbili 90ianebi
13 თებერვალი 2022 19:18
2
ა ედიკა სუფთა. და კიდო "ეს არის ფეხბურთი" ... "ეს არის ფეხბურთი"... ტაში კაცო ერთი. გაცვეთილი ფრაზა რომელსაც მე 2 ედ იმეორებს მე-3 წაგების შემდეგ. დაუნი ხარ ესეიგი. ზედიზედმე3 ედ რომ აგებ ეგ უკვე "ფეხბურთი" აღარ არის ბიძია დაუნი ხარ უკვე სხვა რაღაცაშია საქმე. და კიდე დაუნი შეიძლება იყო აფერისტიც შეიძლება იყო მარა უნამუსო არ უნდა იყო სულ თავს რო იმართლებ. ინგლისში სად არ გაგივა ეგეთები ვერავის დააბოლებ
Fexburti.
13 თებერვალი 2022 18:49
14
Shoti carmatebebi. Iq roxar eg ukve bevri stvis saocneboa
იუ
13 თებერვალი 2022 23:16
0
ძაან მაგრა ითამაშა გუნდმა, ბევრად მეტი მომენტიც ქონდათ, უბრალოდ, გუნდს არ გაუმართლა. უნდა მოეგოთ ეგ თამაში.
კვარაისტი
13 თებერვალი 2022 18:41
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული