საბა კვირკველია ქართულ კლუბს გაეჯიბრა და დაამარცხა

AutoSharing Option
წინასასეზონო მომზადების ფარგლებში, წყალტუბოს "სამგურალმა" მორიგი ამხანაგური შეხვედრა საბა კვირკველიას "მეტალისტ 1925"-თან გამართა და 0:1 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90 წუთი იასპარეზა.

უკრაინელები მე-10 წუთზე დაწინაურდნენ - ლევან შოვნაძის მოგერიებული ბურთი დმიტრი კრისკივმა ბადეში გაახვია. უკრაინელებს გატანა ორჯერ კიდევ შეეძლოთ, თუმცა ქართული კლუბი მეკარემ გადაარჩინა. "სამგურალს" ანგარიშის გათანაბრების არაერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ მოახერხა.

გიორგი მიქაძის გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო:

შოვნაძე, ქურდაძე, მაისაშვილი, პატარკაციშვილი, კიკაბიძე, გილმორი, სიმდიანკინი, ჩიხლაძე, ბაშელეიშვილი, ჯეფინიო, გავაშელიშვილი

მეორე ტაიმში შევიდნენ: თევზაძე, რუხაძე, დოლიძე, ტურე, ვერულიძე, კალანდარიშვილი

წყალტუბოელებმა აქამდე რუმინული
"რიპენსია ტიმიშოარა" (1:0) დაამარცხეს, რუსულ "ფაკელთან" დიდი ანგარიშით (0:4) წააგეს, ასევე რუმინულ "მერკურეას" კი (2:1) სძლიეს.

altქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

alt"სამგურალმა" თურქული შეკრება მოგებით დაიწყო




მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰა, აყაყანდით გრანტიჭამიებო. რა უნდა უკრაინაში
გრიგოლი1408
14:41 14-02-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული