ჩაკვეტაძე, როგორც ჯოკერი - bild-ი ქართველზე წერს

AutoSharing Option
"ჰამბურგის" "ზანდჰაუზენთან" გასვლითი დაპირისპირების წინ ავტორიტეტული bild-ი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის შესაძლო თამაშზე წერს:

"ჩაკვეტაძემ სწრაფად აჩვენა, თუ რა შეუძლია. “გენტიდან” იჯარით გადმობარგებულმა ქართველმა ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა.

მთავარ მწვრთნელ ტიმ ვალტერს გიორგის გამოყენება ნახევარდაცვის ყველა შემტევ ადგილსა და ფლანგზეც შეუძლია, თუმცა ამ პოზიციებზე ძირითად შემადგენლობაში ადგილები უკვე დაკავებულია. ამიტომ, ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სკამიდან შეტევის გაძლიერების მთავარი კანდიდატია - "ჩაკი"  TOP ჯოკერია.

“მას ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული დრო, რომ მიაღწიოს თავის უმაღლეს დონეს. შეგიძლიათ გვითხრათ, რომ ის ახლა ანათებს, მაგრამ ჯერ არ არის 100 პროცენტით მზად. მას ცოტა
მეტი დრო სჭირდება" - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, 22 წლის ფეხბურთელმა მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი ლიდერის რიგებში უკვე 2 შეხვედრა და ჯამში 38 წუთი ითამაშა. უახლოესი მატჩი 19 თებერვალს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

altქართველი ლეგიონერების საინტერესო ტური - ვინ როდის ითამაშებს...

მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებები ჩაკვე!ძალიან გგულშემატკივრობ.
მარი
17:44 18-02-2022
1
ამიტომაც მომწონს გერმანელები, ჯერ ხელს გიწყობენ, გეხმარებიან, ამბობენ ჯერ ადრეა დავაკვირდეთ იმედებით. მაგრამ, თუ შეგატყვეს ყალთაბანდობა, არ შეგარჩენენ. განა იმიტომ, რომ შენი სისხლი სწყურიათ. არა! უნდათ, რომ სხვამ არ გაიმეოროს იგივე შეცდომა. ეგ არის ევროპული წარმატების ერთ-ერთი გასაღები.
ჰაჰა
16:41 18-02-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული