"ჩაკვეტაძემ სწრაფად აჩვენა, თუ რა შეუძლია. “გენტიდან” იჯარით გადმობარგებულმა ქართველმა ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა.
მთავარ მწვრთნელ ტიმ ვალტერს გიორგის გამოყენება ნახევარდაცვის ყველა შემტევ ადგილსა და ფლანგზეც შეუძლია, თუმცა ამ პოზიციებზე ძირითად შემადგენლობაში ადგილები უკვე დაკავებულია. ამიტომ, ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სკამიდან შეტევის გაძლიერების მთავარი კანდიდატია - "ჩაკი" TOP ჯოკერია.
“მას ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული დრო, რომ მიაღწიოს თავის უმაღლეს დონეს. შეგიძლიათ გვითხრათ, რომ ის ახლა ანათებს, მაგრამ ჯერ არ არის 100 პროცენტით მზად. მას ცოტა
შეგახსენებთ, 22 წლის ფეხბურთელმა მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი ლიდერის რიგებში უკვე 2 შეხვედრა და ჯამში 38 წუთი ითამაშა. უახლოესი მატჩი 19 თებერვალს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.
ქართველი ლეგიონერების საინტერესო ტური - ვინ როდის ითამაშებს...