პირველ ტაიმში ბევრი იყო ბრძოლა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა უგოლოდ დასრულდა. თამაშის სურათი არც შესვენების შემდეგ შეიცვალა და აჭარული გუნდის მწვრთნელმა გეგუჩაძემ შეტევის გასაძლიერებლად ფალავანდიშვილი და ფლამარიონი შეუშვა. 56-ე წუთზე „დინამოს“ კარგი შანსი მიეცა, მაგრამ გაფრინდაშვილის დარტყმულ ბურთს მეკარე გოშაძე ადვილად დაეუფლა. ბათუმელები დიდი ძალებით უტევდნენ, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს, ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი კუპატაძემ სამი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და „დინამომ“ გაიმარჯვა.
ქუთაისი.“რამაზ შენგელია“
დინამო (ბთ) - საბურთალო (0:0, პენ 7:6)
დინამო (ბთ): კუპატაძე, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე, მამუჩაშვილი, ტეიდი (ბიძინაშვილი 73), ალთუნაშვილი (ანანიძე 78), ზარია (ფლამარიონი 55), გაფრინდაშვილი, ჯიღაური (ფალავანდიშვილი 55), ფანცულაია (ლობჯანიძე 73)საბურთალო: გოშაძე, უბილავა, კაკუბავა, ჯგერენაია, ლაცაბიძე, შ. ნონიკაშვილი, ქარდავა, ლ. ნონიკაშვილი (ქავთარაძე 78)ს, ტაბატაძე (სიხარულიძე 64), გოჩოლეიშვილი, გულიაშვილი (იაშვილი 93)
აქ ფეხბურთი არ იყო, ესაა მთელი უბედურება. რომელიმეს ოდნავადაც არ ეტყობა რაიმე ნიშან-წყალი იმისა, რომ ევროტურნირებზე რაიმე ღირებულს იზამენ.
ერთი და იმავე ფეხბურთელებს დააპორწიალებენ ამ გუნდიდან იმ გუნდში და ესაა ჩვენი საკლუბო ფეხბურთი.
ვისაც საჭმელი აქვს და არ იშლება შუა სეზონში იმას ჰქვია გუნდი და აბა რა სერიოზულ თემებზე უნდა ვისაუბროთ???
ბათუმის დინამოს კი ლატარიაში მოგებულ სუპერთასს ვულოცავ!მეკარე კუპატაძე მართლაც ერთი მანათობელი იყო მთელს კლუბში!