არველაძის "ჰალი" შემტევში დიდ თანხას გადაიხდის

AutoSharing Option
yorkshirepost-ი შოთა არველაძის "ჰალის" შესახებ საინტერესო ინფორმაციებს აქვეყნებს - ერთი უახლოეს შეხვედრას, მეორე კი სატრანსფერო გეგმებს შეეხება.

მოგეხსენებათ, მომდევნო ტურში ქართველი სპეციალისტის გუნდი "პიტერბროს" ესტუმრება. ცნობილი გახდა, რომ მომავალი მოწინააღმდეგის თავკაცად "ჰალიდან" ახლახან დათხოვნილი გრანტ მაკკენი დაინიშნა. 41 წლის სპეციალისტი "პიტერბროს" ადრეც წვრთნიდა და 2011 წელს ჩემპიონშიპში დააწინაურა.

მეორე ინფორმაციით, "ვეფხვები" მზადაა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემტევის შესაძენად დიდი თანხა დახარჯოს. ამჟამად გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ლუის-პოტერია 6 გოლით.

"პიტერბროსა" და "ჰალის" შეხვედრა 26 თებერვალს გაიმართება. მეტოქეებს შორის სხვაობა 13 ქულაა და
არველაძის გუნდის მომავალი მეტოქე გასავარდნ ზონაშია.

altარველაძე იმედგაცრუებულია - "ზოგჯერ ზედმეტის თქმა საჭირო არცაა"


მკითხველის კომენტარები / 3 /
შოთას და ყველა ქართველს ვულოცავ 3:0 მოგებას - პრინციპულ მატჩში!
ვაჟა მასწავლებელი
22:17 26-02-2022
0
თუ ნევრი ფული აქვთ მაშინ ჩაკვეტაძე ან კვარაცხელია იყიდონ !
zura222
00:16 25-02-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული