გზები დანაღმულია... ქართველებს დახმარება სჭირდებათ - უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელი

AutoSharing Option
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. ამ ქვეყანაში არაერთი ქართველი ცხოვრობს. ჟურნალისტი გიორგი სანადირაძე "კოლოსის" ფორვარდ ნიკა სიჭინავას კომენტარს აქვეყნებს:

"ჩერნიგოვაში უამრავი ქართველია ჩარჩენილი, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. კარგად ვიცი, როგორი რთული სიტუაციაა ყველგან და არ არის მარტივი ვინმეს გამოყვანა. ქართველები იქ, ძირითადად, სამუშაოდ არიან ჩასულები. ჩემი მეუღლის ოჯახი უნდა ჩამოსულიყო დღეს ჩერნიგოვიდან, მაგრამ გზები დანაღმულია და ვერ გადმოდიან."

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ჩემპიონატი, შესაძლოა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში გაგრძელდეს. სიჭინავას "კოლოსი" პრემიერლიგაში მე-8 ადგილს იკავებს, ქართველი შემტევის ანგარიშზე კი 1 გოლი და
2 საგოლე პასია.

altუკრაინის ჩემპიონატი შეიძლება საზღვარგარეთ განახლდეს

alt"სტანდარტულებს რომ ვასრულებდე, უფრო მეტს გავიტანდი" - ნიკა სიჭინავა სიმბოლურ ნაკრებშია

მკითხველის კომენტარები / 2 /
სანამ იქ არიან დაეხმარონ უკრაინელებს რითიც შეძლებენ, გინდა მოლოტოვები ამზადონ, გინდაც დაჭრილების გამოყვანაში დაეხმარონ. დახმარება უკრაინას ჭირდება'
ლუკა
11:54 02-03-2022
3

სიახლეები პოპულარული