კვარაცხელია ბათუმის "დინამოში"? - ლადო დვალიშვილის კომენტარი

AutoSharing Option
დღეს დილით ცნობილი საფეხბურთო კომენტატორის, დიმიტრი ობოლაძის ნათქვამი შემოგთავაზეთ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა და გარკვეულწილად, მის ბათუმის "დინამოში" ჩარიცხვას არ გამორიცხავდა. როგორც გავარკვიეთ, საქმე უფრო სერიოზულადაა - "კვარა" და ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ჩემპიონთა რიგებში ჩაირიცხებიან.

sportall.ge ბათუმელთა სპორტულ დირექტორ ლადო დვალიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ამ საკითხზე განაცხადა, რომ ჯერჯერობით ვერც ვერაფერს დაადასტურებს და ვერც უარყოფს.

შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელებს ივნისამდე კლუბის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლებათ, შემდეგ კი გუნდებში უნდა დაბრუნდნენ. 

რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიაში კვარაცხელია "ნაპოლის" დაუკავშირეს.

alt

"საქართველო და ბათუმიც ევროპაა, ისე" - დიმა ობოლაძე ხვიჩას წამოსვლას ეხმაურება

altხვიჩამ ახალი ეპოქა უნდა დაიწყოს - გავუფრთხილდეთ კვარაცხელიას პერსპექტივებს...

მკითხველის კომენტარები / 47 /
ხვიჩას-ბათუმში-გადასვლა-ფილმიდან-"უდიპლომო-სასიძო"-ერთ-ეპიზოდს-მაგონებს,გახსოვთ-ალბათ:-"დედაჩემს-იურისტი-უნდოდა-გამოვსულიყავი-და-დარაჯად-მიშვებთო"...ტიპი-რეალში-და-მილანში-გადადიოდა-და-ბათუმში-უშვებთ?!-რა-უნდა-ვთქვა-საქარტველოა-აქ-ყველაფერი-მოსულა...,ფედერციიდან-დაწყებული-დვალიშვილითა-და-ჯუღელით-დამთავრებული-ყველა-წარაკუები-და,-სიაფანდები-ხართ...თქვენი-ნათამაშები-ფეხბურთი-არ-გაიშვა...
svano magarski
22 მარტი 2022 16:45
16
ბათუმში გადასვლა უფრო რეალური ჩანს და ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში თამაში, მაგრამ არველაძესთან წასვლა "ხალში" რატომ არ უნდა ეს მაკვირვებს(ზაფხულამდე მაინც). შოთასთვის ეხლა კვარაცხელია და წიტაიშვილი მისწრებაა. ერთი მარჯვენა ფლანგს გაძლიერებდა, მეორე კიდევ მარცხენას! შოთა ხვეწნას ხომ არ დაუწყებს. გაინძერით ფედერაცია და ეს ორი ბიჭი გაუშვით შოთასთან (უარესები თამაშობენ ხალში).
მწვრთვნელი
22 მარტი 2022 15:28
7
კი მაგათივე კომენტარები წავიკითხე, ქვედა ლიგიდან ამოსულებს მოთამაშეები არ შეუცვლიათ და რეალურად ინგლისის მესამე დონის ფეხბურთელები არიან, პრემიერშიპისაც კი არა.
კვარასნაირი ფეხბურთელი ყველასთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა
nk
22 მარტი 2022 17:24
0
დამღლელია უკვე და აღარც ვკითხულობ კვარაცხელიას ნიუსები, ისაა დაინტერესებული ესაა დაინტერსებული. უკვე რაღაცა სერიალს გავს. მამარდაშვილით დაინტერესდა ვალენსია და კი თამაშობს ეს ბიჭი და თან ყოველდღე უმატებს. კავრაცხელია კიდე თვალებში უყურებს ჯუღელს "იქანა აქანას". მაგ ჯუღელის ერთმა ფეხბურთელმა თუ ითამაშა სადმე რუსეთის გარდა რაღაც ვერ ვიხსენებ. წამსვლელი აქამდეც წავიდოდა და გადავიდოდა საშუალო ევროპულ გუნდში.
xuta
22 მარტი 2022 16:57
5
მეცინება ამაზე ყველაფერზე,მაგრამ სამწუხაროდ სიმწრის სიცილი რომაა ეს მაგი მკლავს.
კახა ქ.
22 მარტი 2022 16:05
4
ეს მხოლოდ ჯუღელის ბრალი არ არის, ბავშვი არ ხარ ხვიჩა თავადაც უნდა შეგეძლოს გადაწყვეტილებების მიღება, ოჯახსა და აგენტთან გადაჭრით საუბარი იმაზე თუ სად გინდა თამაში..
აბა ნაპოლიო?
22 მარტი 2022 15:32
3
ჯუღელო შენი....... რა დღეში ჩააგდო ქართული ტალანტები.. ტფუიი
ილია
22 მარტი 2022 15:14
7
ერთი ჯუღელისაც, მარა ხვიჩა, რომ თავისი პოტენციალს სანახევროდ მაინც იყენებდეს(ახლა მინიმუმ 10 გოლი და ერთი ამდენი ასისტი უნდა ქონდეს) ჯუღელი არა პუტინი ვერ გააჩერებს რუსეთში. კაით რა კვარტალში ერთს ყარაულის თოფივით გაისვრი ამისთვის ხეირიანი არავინ წაგიყვანს.
ტტტ
22 მარტი 2022 17:12
6
რა შუაში ჯუღელი, ფასს ჯუღელი ადებდა თუ რუბინი? ან მიყავდა ვინმეს და ჯუღელმა არ გაუშვა? ან სეზონის ნახევარზე მეტი გასულია და ორი კინკილა გოლის მეტი, რომ ვერ გაიტანა ესევ ჯუღელის ბრალია?
ტტტ
22 მარტი 2022 15:46
6
ყველა გამოხმაურება
რაც მეტი ფეხბურთელი დაგვიბრუნდება საქართველოსი, მით უკეთესი!!!
tngh
22 მარტი 2022 15:38
7
ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა-"არასოდეს თქვა არასოდეს"...აქ,ამ საიტზე ერთი კომენტარი წავიკითხე კაი ხნის უკან,მაშინ როცა გვეგონა,რო მილანი და ბავარია ომს დაიწყებდნენ ხვიჩიას ხელში ჩასაგდებად...ის ვიღაც პატიოსანი კაცი კომენტარში წერდა- აგერ ნახავთ კვარაცხელია თბილისის ან ბათუმის დინამოში თუ არ გადავიდესო...და ისე აგიხდეთ ყველაფერი კაი.
ქუთაისი
22 მარტი 2022 19:03
2
ბრძენმა თქვა გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეო, ჯერ გადავიდეს )))
Vai
22 მარტი 2022 20:42
2
სანამ ნორმალური აგენტი არ ეყოლება რუსეთს და საქართველოს ვერ გაცდება.. ჰალში წავიდეს ბარემ ინგლისში მაინც იქნება ხალხი გაიცნობს
Mose
22 მარტი 2022 19:00
0
შოთა არველაძემ გადაცემა "ტაიმაუტ"-ში თქვა: "კვარაცხელია წამოვა ჩემთან? თუ წამოვა, ავიყვან".
ქ. გ.
22 მარტი 2022 15:44
3
აუუფ თუ წავა აიყვაანს !!! მერე მინიმუმ 15 მილიონი აქვს ტრანსფერის გამოსასყიდი ? რუსული სალაფავის ღორმა ფიფამ გასაგებად თქვა--3 თვეში თუ ახალი გუნდი ვერ მონახეს და კონტრაქტი ვერ გააფორმეს 30 ივბისს უკან უნდა დაბრუნდნენო ! ანუ კონტრაქტის გაწყვეტაზე უარი უთხრა ფეხბურთელებს და ხვიჩა ისევ რუბინის საკუთრებად დარჩა და ვისაც ნისი წაყვანა უნდა 15-20 მილიონი უნდა გადაიხადოს !
zura222
22 მარტი 2022 19:54
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული