აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "ტორპედოს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობას, სტუდენტებისა და სპორტსმენებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ,,ტორპედოს“ შესახებ წიგნის გამოცემასა და ა.შ.
დოკუმენტს ხელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, შალვა კირთაძემ და ,,ტორპედოს“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მჭედლიძემ მოაწერეს. შეხვედრას "ტორპედოს" პრეზიდენტი დავით კერესელიძე, კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ანა წერეთელი, მედიაოფიცერი თორნიკე ღვინიანიძე, მემორანდუმის გაფორმების ინიციატორი, პროფესორი რობერტ გოლეთიანი და სხვა პირები დაესწრნენ.
FC Torpedo Kutaisi
არაბიძის დებიუტი, ცეცაძის გაძევება და "ტორპედოს" მარცხი "სამგურალთან" [VIDEO]
ოფიციალურად - ბექა ვაჩიბერაძე "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
არაბიძეს "ტორპედოში" თამაშის უფლება მიეცა