ჩინკვინი იტალიურ TMW-ს ესაუბრა: "ის კარგი მოთამაშეა, რომელმაც "რუბინში" შესანიშნავი უნარები გამოავლინა, განსაკუთრებით, პირველ სეზონში, ხოლო მეორე სეზონში პრობლემები ჰქონდა. ვიმეორებ, ის საინტერესო მოთამაშეა, მაგრამ ჯერ სერია "ა"-ს ტესტი უნდა გაიაროს.
ხვიჩა მემარჯვენეა, რომელიც ცენტრისკენ ინსინიეს მსგავსად შედის. ჯერ ის იტალიაში ვნახოთ, სადაც ტექნიკურ-ტაქტიკური თვალსაზრისით სხვა დონეა, ვიდრე რუსეთის ჩემპიონატში. შეგვიძლია კოკორინის მაგალითი მოვიყვანოთ, რომელსაც "ფიორენტინაში" გაუჭირდა."
შეგახსენებთ, ბათუმის "დინამოს" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ზაფხულში "ნაპოლის" უკავშირებენ.
"ნაპოლი", მოუსმინეთ "რუბინის" გულშემატკივრებს..." - რუსები ხვიჩას ტრანსფერს ეხმაურებიან
კვარაცხელია გადაიბირა, ძანიოლოზე მუშაობს - "ნაპოლი" სერიოზულად ძლიერდება
ბოლო დროს არშავინის გარდა რომელმა ითამაშა დიდი ფეხბურთი მაგათგან. გადახედონ თავიანთ ფეხბურთელებს და სხვაზე სალაპარაკო დრო აღარ დარჩებათ.
ამ იტალიელის კომენტარს არ ვგულისხმობ, ზოგადად რუსებს, რომლებიც ყოველ დღე ხვიჩაზე წერენ.
თუმცა რა უნდა გაგიკვირდეს მაგათგან. უკვე წამოსული იყო რუბინმა პროვოკაციული ფოტო რომ დადო, გეყოთ წერა რომ სადმე მივდივარო, ხვიჩა ამბობდა თითქოს. ქართველების ასაგდებად გააკეთეს ეგ და 90% კი ააგდეს მაშინვე, მათ შორის ჩვენი ტელევიზიებიც. მაგის მერე ერთ საათში გააოფოციალურეს კონტრაქტის შეჩერება (გაწყვეტა).
ჩვენ კი ვეგებით და ვეგებით ისევ რუსულ პროვოკაციებზე. განსაკუთრებით უყვართ, როცა საკუთარ თანამემამულეს დაგაგლეჯინებენ. მერე კმაყოფილი იძახიან, ნახეთ რა ველურები არიან ქართველებიო.