"ნაპოლი", მოუსმინეთ "რუბინის" გულშემატკივრებს..." - რუსები ხვიჩას ტრანსფერს ეხმაურებიან

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში არაერთი სიახლე იწერება ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაზე. საინტერესოა, როგორი რეაქცია აქვთ რუს გულშემატკივრებს ამ ამბავზე:

"ხელზე 600 000 ევროს მიიღებს. ეს ფული რუსეთის პრემიერლიგაში სასაცილოა. მოსკოვურ გუნდებსა და "ზენიტში" ეს ანაზღაურება ალბათ მინიმალური იქნებოდა";

"გაჩერდით, მაშინვე დაწერეს, რომ მისი მაქსიმუმი ბათუმის "დინამო" იყო";

"მანამ, სანამ მის 5 ნორმალურ თამაშს ტოპ-კლუბის მაისურით არ ვნახავ, ასე დავწერ, რადგან თავისი მაქსიმუმი რუსეთში უკვე გვაჩვენა. ალბათ, გახსოვთ, როგორ აქრობდნენ რუსი მცველები მოედნიდან. დიახ, ხვიჩას გარშემო არაერთი ჭორია აგორებული, თუმცა ასე იყო
ზაფხულშიც";

"ნაპოლი", მოუსმინეთ "რუბინის" გულშემატკივრებს! ხვიჩა არ არის მაგ დონის მოთამაშე";

"ნაპოლისთვის" კვარაცხელია არაშესაფერისია, ალბათ, უფრო "ჯენოა" და "უდინეზე". ნეაპოლში სათადარიგო სკამზე მოუწევს ჯდომა და 10-15 წუთი თამაში";

"ეს ხვიჩას მოძულეებისთვის დიდი დარტყმაა. წარმატებები";

"როგორც მივხვდი, ეს იყო ფარული მოლაპარაკებები";

"ჩემი აზრით, ბათუმის "დინამო" იქნება შუამავალი და მიღებული თანხის ნაწილს დაიტოვებენ. საიმანოვი უფასოდ წასვლის უფლებას ალბათ არ მისცემს";

"აბა, სად ხართ ისინი, ვინც ამბობდით, რომ ხვიჩას არავინ წაიყვანდა?"

როგორც ჩანს, რუსებს ეგონათ, რომ ხვიჩა არ გაიყიდობა, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ქართველ ფეხბურთელს ნეაპოლში დიდი იმედით ელოდებიან, ზედმეტსახელიც კი მოუფიქრეს!

მკითხველის კომენტარები / 9 /
სულ საპირისპიროს წერდა რუსული პრესა ხვიჩა კვარაცხელიას შეფასებაში ევროპულისა და დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით თავს იკლავდნენ საპირისპირო რომ დაემტკიცებინათ. არავის არ უნდაო და აგერ ნაპოლიში ოფიციალურად მიყავთ, გაზეტა დელო სპორტმა დაურეკა სიომინს და ალაპარაკეს ვეღარ მალავენ. და ეხლა იხვეწებიან ჩვენ დაგვიჯერეთო კიდე, ესენი არიან ვაი უბედური ავადმყოფი. კოკორინი რომ ძალით შეტენეს ფიორენტინას მაშინ ეუბნებოდნენ იტალიელებს რამეს? ხო უხაროდათ თავიანთი რუსი წიწილი რომ გადადიოდა იტალიაში და ქართველი არა ქართველის გადასვლა არ უხარიათ კატეგორიულად. ესენი არიან დეგენერატები მორჩა, ლაპარაკიც კი არ უნდა იკადრო ამათთან არათუ იქ ჩასვლა და თამაში ან საქმის დაჭერა.
0
წინა სეზონში მარტო ათრევდა მთელ გუნდს, მერე ტრავმა მიიღო, ამ სეზონში ორი სამი კაცი ედგა და ნორმალური პასი არ მიდიოდა კვარასთანდა რა უნდა ექნა? კორეელი კარგ პასს აძლევდ და ეგაც არ იყო. რა უნდოდათ მარტო 10 კაცი მოეტყუებინა თუ რა? თან ფეხებშიც კარგად ურტყამდნენ და კარგი ქნა რომ თავს უფრთხილდებოდა.
zaza
22:51 06-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული