ზოგიერთს, ალბათ, ჰგონია, რომ სხვის ცუდზე მითითებით თავად კარგი გახდება. ხვიჩა კვარაცხელიას ქართველი გულშემატკივრებისთვის სიხარულის გარდა არაფერი მოუნიჭებია, თუმცა მას მაინც ბევრი უარყოფითის მოსმენა თუ დამუნათება უწევს. ის იმ ტიპაჟს ჰგავს, ყოველივე ეს
ხვიჩა ერთ კომპონენტში პოპულარული ქართული სერიალის, "ცხელი ძაღლის" მთავარ მოქმედ გმირს, ბიძინა თაბაგარს გვაგონებს, რომელიც საკუთარ საქმეზე ისეა შეყვარებული, მის ირგვლივ საუბრებს, პრობლემებს, გაურკვევლობასა თუ ჩასაფრებულ ადამიანებს ყურს არ უგდებს. კი, ბევრჯერ გაბრაზდა, ხასიათი გაუფუჭდა, თითქოს ფარ-ხმლის დაყრაზეც იფიქრა, მაგრამ შემდეგ უფრო დიდი ძალითა და ენერგიით განაგრძო. კვარაცხელიამ იცის, რომ მას დიდი მომავალი აქვს და ყველაფერი მის ხელთაა.
"კვარა" საქართველოში დაბრუნდა და ზაფხულში მას კარგ ევროპულ კლუბში ველით. მანამდე, მთავარია, მან ეს დრო ტრავმისა და დაძაბულობის გარეშე გაიაროს, მაქსიმალურად კარგ ფორმასა და კონდიციებში იყოს. არ დაგვავიწყდეს, რომ სატრანსფერო პერიოდსა თუ ევროტურნირებამდე (სადაც შესაძლოა, ხვიჩა ბათუმის "დინამოს" დაეხმაროს) საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი 4 შეხვედრა აქვს. საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა, მაგრამ დიდი ალბათობით, ის ჩვენთვის კვლავ ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზაა.
ხვიჩას ეროვნულ ლიგაში ჯერ შედეგიანი მოქმედებები არ აქვს, თუმცა ის გუნდურ ოპერაციებში აქტიურად მონაწილეობს და მაღალ კლასს ავლენს. ირგვლიც მაინც ბევრი ჩასაფრებული ადამიანია - ვიღაცას "აღარ აინტერესებს" მისი ამბები, რადგან დემარში ვერ იხილა; ზოგიერთი, ჩვენი ჩენპიონატის დონიდან გამომდინარე, მის თამაშს განსაკუთრებულად მაინც არ მიიჩნევს. გამოდის, რომ "კვარას" მაქსიმალურად ვძაბავთ, მიზეზი კი ნაკლებად გვაქვს...
ახლა ყურადღება ტრიბუნებიდან უარყოფითმა შეძახილებმაც მიიქცია. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებისა თუ გულშემატკივრებისთვის კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში დამატებითი მოტივაციაა და მათგან დათმობას არავინ ელის, მაგრამ აგრესიაში გადაზრდა მიუღებელია. აქაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართველი არბიტრები ბარათების გამოყენებას, გარკვეულწილად, ერიდებიან და ამას თავი შემდეგ ევროტურნირებზეც გამოუჩენია, როცა გაფრთხილება-გაძევებების გამო ქართულ კლუბებს პრობლემები შეექმნათ.
ხვიჩას შეუძლია ყველაფერზე მაღლა დადგეს, ეს პერიოდი წარმატებით გადალახოს და შემდეგ ტოპ-ლიგასა და უფრო მეტზე იფიქროს...
ხვიჩას გარეშე დარჩენილ "რუბინს" ლიგაში ადგილის შენარჩუნება უჭირს
ხვიჩას ფინტები გულგრილს ვერ დაგტოვებთ - კვარაცხელია "სახურავზე ავიდა" [VIDEO]
კვარაცხელია ბათუმელთა სასტარტოში - სწრაფი გოლი, გამოუყენებელი პენალტი და ტრავმები [VIDEO]