სანიოლი ჩაკვეტაძის შეხვედრას დაესწრო [PHOTO]

AutoSharing Option
"ჰამბურგის" რიგებში გიორგი ჩაკვეტაძემ მხოლოდ 12 წუთი ითამაშა, მისმა გუნდმა კი "კარლსრუე" (3:0) დაამარცხა. როგორც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის "ინსტაგრამიდან" ვიგებთ, აღნიშნულ შეხვედრას ვილი სანიოლიც დაესწრო.

Sportall.Ge

ჩაკვეტაძეს ბოლო სანაკრებო შეკრების (ოქტომბერი) დროს არ უთამაშია. მაშინ "ჯვაროსნების" დამრიგებელმა ეს ფეხბურთელის ნაკლები მონდომებით ახსნა. ამის შემდეგ ბევრი რამ მოხდა, გიორგიმ ქვეყანა და კლუბი შეიცვალა. მართალია, არც ისე ბევრი დრო ეძლევა, მაგრამ სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა და აშკარად უკეთეს ფორმასა და ხასიათზე ჩანს, ვიდრე ეს "გენტში" გამოსვლისას იყო.

სანიოლს "ჩაკვე" უკანასკნელ ამხანაგურ მატჩებში
არ გამოუძახებია:

"უნდა გვახსოვდეს, რომ მას ძალიან რთული პერიოდი აქვს გამოვლილი. ახლა მისი მთავარი პრიორიტეტია ფიზიკური მონაცემების აღდგენა, რათა კვლავ ჩადგეს ფეხბურთელისა და სპორტსმენისთვის შესაფერის ფორმაში, ყოველ 3-4 დღეში ერთხელ შეეძლოს 90 წუთი თამაში."

ფრანგი სპეციალისტი ჩაკვეტაძეს "ერთა ლიგისთვის" ნაკრების წევრად მოიაზრებს და მატჩზე დასწრება გიორგისთვის იქნებ დამატებით მოტივაციადაც იქცეს...

altჩაკვეტაძის 12+ წუთი და "ჰამბურგის" გამარჯვება

მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებები გიოს და საქართველოს ნაკრებს!!! ვარჯიში, ვარჯიში... და ვარჯიში. წარმატების საწინდარი!!!
tngh
14:14 17-04-2022
0
ჩავიდა ნახა იხილა, ბიჭი არ ზოგავს თავსაო,
მაგრამ ისეთიც არ არის, როგორც გიხარებს თვალსაო,
ამისგან პელეს ვინ ჩივის, არც ბურუჩაგა ფალკაო,
იმედი მაინც გვექნება, გაყვეს ხრამოის კვალსაო.
..........
ნახეს და ნახვა მოუნდათ ტრენერის მისი გუნდისა,
თქვა, არცა ნატებას ვხედავთ, არც პატრონია ბურთისა.
თავს არ ზოგავს და ვარჯიშობს, შედეგი არის ხურდისა.
იქნებ თქვენ რამე გაუგოთ, ენა თქვენ იცით მუნჯისა.
..............
რაის ვარსკვლავის ნათება? დამჯდარ ფანარსა უდრისა..
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
19:28 17-04-2022
40
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული