ჩაკვეტაძეს ბოლო სანაკრებო შეკრების (ოქტომბერი) დროს არ უთამაშია. მაშინ "ჯვაროსნების" დამრიგებელმა ეს ფეხბურთელის ნაკლები მონდომებით ახსნა. ამის შემდეგ ბევრი რამ მოხდა, გიორგიმ ქვეყანა და კლუბი შეიცვალა. მართალია, არც ისე ბევრი დრო ეძლევა, მაგრამ სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა და აშკარად უკეთეს ფორმასა და ხასიათზე ჩანს, ვიდრე ეს "გენტში" გამოსვლისას იყო.
სანიოლს "ჩაკვე" უკანასკნელ ამხანაგურ მატჩებში
"უნდა გვახსოვდეს, რომ მას ძალიან რთული პერიოდი აქვს გამოვლილი. ახლა მისი მთავარი პრიორიტეტია ფიზიკური მონაცემების აღდგენა, რათა კვლავ ჩადგეს ფეხბურთელისა და სპორტსმენისთვის შესაფერის ფორმაში, ყოველ 3-4 დღეში ერთხელ შეეძლოს 90 წუთი თამაში."
ფრანგი სპეციალისტი ჩაკვეტაძეს "ერთა ლიგისთვის" ნაკრების წევრად მოიაზრებს და მატჩზე დასწრება გიორგისთვის იქნებ დამატებით მოტივაციადაც იქცეს...
ის. ИДИ НА Х.