ნეაპოლელებს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილად მიაჩნიათ და მის ეროვნულ ლიგაში თამაშს ყურადღებით აკვირდებიან. "სიონთან" ბოლნისში ჩატარებული მატჩის (1:1) პირველი ტაიმის ბოლოს ხვიჩა შეცვალეს და ამაზე ყურადღება Tuttonapoli-მ გაამახვილა.
არაფერი სერიოზული კვარაცხელიასთვის: ქართველი სამშაბათს დიდ მატჩში იქნება მოედანზე
"ხვიჩა კვარაცხელიამ მსუბუქი ტრავმა მიიღო და სერიოზული არაფერი არაა. ახალ სეზონში "ნაპოლის" პირველი შენაძენი სამშაბათს 17:00 საათზე საქართველოს ჩემპიონატის დიდ მატჩში მოედანზე უნდა იყოს. ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში ნახევარმცველი რთულ გასვლით შეხვედრას ჩაატარებს მესამეადგილოსან თბილისის "დინამოსთან".
სპორტულმა საიტებმა გადმოიტანეს და აუცილებლად ითამაშებსო წერენ, ვერ გავიგე ექიმის ნათქვამს რატომ აუკუღმართებენ?
თუმცა ბილეთების გაყიდვა უნდათ რაც შეიძლება მალე და ბევრის, ყველამ იცის რომ უმეტესობა მიდის კვარას გამო :)
ძალიან ცუდია თუ არ იქნება და თუ იქნება და ტკივილით ათამაშებენ უფრო ცუდი...