sport24: რუსეთიდან გაქცეულმა კვარაცხელიამ საქართველოში არეულობის პროვოცირება მოაწყო

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ეროვნულ ლიგაში თამაშს რუსეთშიც აკვირდებიან და sport24-მა, ცოტა არ იყოს, ირონიული წერილიც გამოაქვეყნა.

რუსეთიდან გაქცეულმა ფეხბურთელმა საქართველოში არეულობის პროვოცირება მოაწყო. სტადიონზე განათების გამორთვა მოუწიათ

ხვიჩასადმი უსაზღვრო თაყვანისცემა.

"რუბინი" ლეგიონერების მასობრივად წასვლის გამო რუსეთის პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული კლუბია. ყველაზე დიდი დანაკარგი ხვიჩა კვარაცხელიაა, კლუბის მთავარი სატრანსფერო აქტივი და გუნდის ყველაზე კაშკაშა მოთამაშე.

უკვე ცნობილია, რომ ახალ სეზონს ხვიჩა "ნაპოლიში" დაიწყებს. "გაძეტა დელო სპორტი" იტყობინება, რომ ნეაპოლში მისი ხელფასი 1.5 მილიონი ევრო იქნება, ტრანსფერი კი იტალიურ კლუბს 10 მილიონი
დაუჯდება. ჯერ უცნობია, ამ თანხიდან რა ნაწილს მიიღებს "რუბინი".

მიმდინარე სეზონს კი ხვიჩა საქართველოში ჩაამთავრებს - ბათუმის "დინამომ" მოკლევადიანი იჯარა გაუფორმა (სინამდვილეში ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა - რედ). საქართველოს ჩემპიონატში უკვე 6 მატჩი ჩაატარა - 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კვარაცხელიას მონაწილეობით ყველაზე რეზონანსული მოვლენა ახლახან მოხდა. ბათუმის "დინამო" თბილისში ადგილობრივ "დინამოსთან" სათამაშოდ ჩავიდა. შეხვედრისას მოედანზე მაყურებლები შეიჭრენ, რათა ქვეყნის მთავარ ფეხბურთელთან სურათი გადაეღოთ, რომელმაც ცოტა ხნის წინ იტალიის ერთ-ერთ წამყვან კლუბთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

მოედნიდან ფანების გასაყვანად მსაჯს რამდენიმეჯერ მოუწია მატჩის შეჩერება, ხოლო საფინალო სასტვენის შემდეგ მასობრივი გარღვევა მოხდა - რამდენიმე ასეული მაყურებელი მოედანზე გადავიდა.

სტადიონის თანამშრომლებს განათების გამორთვა და მოედნის მოსარწყავი სისტემის ჩართვა მოუწიათ. თავად მატჩი მოსაწყენი 0:0-ით დასრულდა.

თბილისის "დინამოს" მონაწილეობით, ამ სეზონში მატჩი ფანებმა პირველად როდი შეწყვიტეს. გასულ ტურში ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრენ - აღშფოთებულნი იყვნენ იმის გამო, რომ ბოლოს მეტოქეს დრო გაჰყავდა. მოედანზე ფეხბურთელების, პერსონალისა და მაყურებლების მონაწილეობით ნამდვილი ჩხუბი ატყდა და გუნდების გასახდელში გაყვანა მოუწიათ.

როგორც ჩანს, ხვიჩა ტყუილად კი არ დაბრუნდა სამშობლოში მხოლოდ ცოტა ხნით - იტალიაში ასეთივე დონის თაყვანისცემის მისაღწევად სერიოზული მონდომება მოუწევს".

მკითხველის კომენტარები / 15 /
მინდა, რომ ავხსნა ეს ყველაფერი. რათქმაუნდა მესმის ბავშვების და ყველა ადამიანის, ვინც მოედანზე შევარდა და ფოტოების გადაღება უნდოდა. უბრალოდ ერთადერთი, რაც ყველა ასაკში უნდა იცოდეს ადამიანმა, არის სხვა ადამიანის შრომის და უფლებების პატივისცემა.
პირველ რიგში ამ დროს ფუჭდება მოედნის საფარი, რომელის მოვლაშიც დიდი შრომაა ჩადებული, ირღვევა იმ ადამიანების უფლებები, ვისაც ევალება მაყურებლის არ შეშვება მოედანზე, მოდი შევთანხმდეთ, ათიათას ადამიანს და მითუმეტეს ბავშვს ვერაფერს მოუხერხებენ და დარჩებიან ხელფსის გარეშე, ასევე ფეხბურთელებს ექმნებათ უდიდეს დისკომფორტი, მოედანზე შევარდნილი მასა არავინ იცის რა განზრახვით მიდის ფეხბურთელებთან, მითუმეტეს როცა არ კონტროლდება ვის რა უდევს ჩანთაში/ჯიბეში, უცხოეთში ამას უდიდეს ყურადღებას აქცევენ. პირადად ვარ მომსწრე, როგორ ატოვებინებდნენ ხალხს ბერლინში მოზრდილ ჩანთებს სპეციალურ ჯიხურში, პატარა ჩანთებს ჩხრეკდნენ და ისე ატანდნენ სტადიონზე.
ასევე თამაშის მიმდინარეობას ეშლება ხელი და ამასთანავე გვინდა მაღალი დონის ჩემპიონატი გვქონდეს.
ჩემი მოკრძალებული აზრით ყველა ბილეთს უნდა ედოთ სოლიდური ფასი. ამ შემთხვევაში არ მოხვდება თამაშზე შემთხვევითი გამვლელი, რომელსაც ფეხბურთი არ აინტერესებს და რადგან უფასოა უბრალოდ შედის. ადამიანმა უნდა იყიდოს ბილეთი, უნდა გაიაროს უსაფრთხოების შემოწმება და ისე მოხვდეს სტადიონზე. ასევე უნდა დააფასოს სხვისი შრომა, ჟურნალისტის, ფეხბურთელის, დაცვის, თუ მოედნის საფარზე მზრუნველი ადამიანების.
არც ვიცი ამას როდის მივაღწევთ, მაგრამ სხვის შრომას ყიდულობ ამით, ფულს იხდი, რომ ფეხბურთით სიამოვნება მიიღო, შენი გადახდილი ფულით ვითარდება ინფრასტრუქტურა. 5 ლარი ან სრულიად უფასოდ შესვლა ყველგან, არ არის ნორმალური, არ არის კარგი.
არცერთ სფეროში არ გვექნება წინსვლა, თუ არ გადავიხადეთ და ისე არ მოვხვდით სტადიონებზე, კონვერტებზე და სხვა ღონისძიებებზე.
გავითვალისწინოთ იქნებ!
Skeleton
15:07 05-05-2022
1
რეალის გუშინდელ თამაშზეც შევარდა ვიღაც და კამერები მოარიდენ ეგრევე. მერე მაყურებლის გადაღებული ვნახე, ბენზემას ჩახუტებია, ძლივს მოაშორა დაცვამ. დაცვა მოქმედებს ამ დროს, ერთთან და ათთან რომ გადაიღო ფოტო ხვიჩამ, უფრო მეტი და მეტი გადმოვიდა.
ზოგი მესამე წრეზე წავიდა და ამოასხა იმასაც :)))
ფოტოს გადაღებისთვის შეუძლიათ ვარჯიშზე მივიდნენ და მოუცადონ, მაგის გამო მოედანზე შევარდნა სისულელეა. თამაშს შლი მაგით.
ან საერთოდ ეს ფოტოს გადაღება რაარის ასეთი. ძალიან ბევრ ადამიანს ვაღმერთებ ხელოვნებაში, მუსიკაში, ფეხბურთში მაგრამ ფოტოს გადაღებაზე ოცნება ცოტა პრიმიტიული მეჩვენება. თუ ისეთი მომენტი ჩავარდება, რომ დისკომფორტის შექმნა არ მომიწევს ვინმესთვის მაშინ კიდე ხო, მარა ეს მივარდნა და ძალადობა რა უბედურებაა.
მთავარია მისი შემოქმედება მოგწონს და ეგ განიჭებს სიამოვნებას, ფოტო და ავტოგრაფი მეორეხარისხოვანი უნდა იყოს..
Herbst
12:52 05-05-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული