sport24: რუსეთიდან გაქცეულმა კვარაცხელიამ საქართველოში არეულობის პროვოცირება მოაწყო

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ეროვნულ ლიგაში თამაშს რუსეთშიც აკვირდებიან და sport24-მა, ცოტა არ იყოს, ირონიული წერილიც გამოაქვეყნა.

რუსეთიდან გაქცეულმა ფეხბურთელმა საქართველოში არეულობის პროვოცირება მოაწყო. სტადიონზე განათების გამორთვა მოუწიათ

ხვიჩასადმი უსაზღვრო თაყვანისცემა.

"რუბინი" ლეგიონერების მასობრივად წასვლის გამო რუსეთის პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული კლუბია. ყველაზე დიდი დანაკარგი ხვიჩა კვარაცხელიაა, კლუბის მთავარი სატრანსფერო აქტივი და გუნდის ყველაზე კაშკაშა მოთამაშე.

უკვე ცნობილია, რომ ახალ სეზონს ხვიჩა "ნაპოლიში" დაიწყებს. "გაძეტა დელო სპორტი" იტყობინება, რომ ნეაპოლში მისი ხელფასი 1.5 მილიონი ევრო იქნება, ტრანსფერი კი იტალიურ კლუბს 10 მილიონი
დაუჯდება. ჯერ უცნობია, ამ თანხიდან რა ნაწილს მიიღებს "რუბინი".

მიმდინარე სეზონს კი ხვიჩა საქართველოში ჩაამთავრებს - ბათუმის "დინამომ" მოკლევადიანი იჯარა გაუფორმა (სინამდვილეში ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა - რედ). საქართველოს ჩემპიონატში უკვე 6 მატჩი ჩაატარა - 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კვარაცხელიას მონაწილეობით ყველაზე რეზონანსული მოვლენა ახლახან მოხდა. ბათუმის "დინამო" თბილისში ადგილობრივ "დინამოსთან" სათამაშოდ ჩავიდა. შეხვედრისას მოედანზე მაყურებლები შეიჭრენ, რათა ქვეყნის მთავარ ფეხბურთელთან სურათი გადაეღოთ, რომელმაც ცოტა ხნის წინ იტალიის ერთ-ერთ წამყვან კლუბთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

მოედნიდან ფანების გასაყვანად მსაჯს რამდენიმეჯერ მოუწია მატჩის შეჩერება, ხოლო საფინალო სასტვენის შემდეგ მასობრივი გარღვევა მოხდა - რამდენიმე ასეული მაყურებელი მოედანზე გადავიდა.

სტადიონის თანამშრომლებს განათების გამორთვა და მოედნის მოსარწყავი სისტემის ჩართვა მოუწიათ. თავად მატჩი მოსაწყენი 0:0-ით დასრულდა.

თბილისის "დინამოს" მონაწილეობით, ამ სეზონში მატჩი ფანებმა პირველად როდი შეწყვიტეს. გასულ ტურში ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრენ - აღშფოთებულნი იყვნენ იმის გამო, რომ ბოლოს მეტოქეს დრო გაჰყავდა. მოედანზე ფეხბურთელების, პერსონალისა და მაყურებლების მონაწილეობით ნამდვილი ჩხუბი ატყდა და გუნდების გასახდელში გაყვანა მოუწიათ.

როგორც ჩანს, ხვიჩა ტყუილად კი არ დაბრუნდა სამშობლოში მხოლოდ ცოტა ხნით - იტალიაში ასეთივე დონის თაყვანისცემის მისაღწევად სერიოზული მონდომება მოუწევს".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ძალიან ბევრი დადებითად ეხმაურება ამ ფაქტს და ხდება წახლისება. ანუ ყოველ თამაშზე სადაც ხვიჩა იქნება ასე უნდა შევარდეს ხალხი და ჩაშალოს? ეს რაღაც ახალია. ეს უკიდურესობები როდის უნდა მოვიშალოთ. ან საერთოდ არავინ უნდა მივიდეს სტადიონზე და ან თუ მივა ასე უნდა შევარდეს და ფეხბურთელებს არ აცადოს თამაში?!
მერე გეკამათებიან, აბა ის ჯობდა რომ არ დადიოდა ხალხი? არა ბატონო, ბევრი ხალხი რომ დადის ის ჯობია, მაგრამ ტრიბუნიდან რომ უყურებს თამაშს და ტკბება ისე...
მაშინ შევარდით ყველამ და გაგლიჯეთ კვარაცხელია შუაზე. წინააღმდეგობა თუ გაგიწიათ, რა არის ამდენი გულშეატკივარი ჰყავს და არ კადრულობსო, თავში აუვარდაო.
ძირითადად ასეთი კომენტარები მხვდება.
Spain
02:25 05-05-2022
0
ფედერაცია ყურადღება მიაქციეთ სტადიონებზე უსაფრთხოების ნორმებს!
ბექა
01:45 05-05-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული