არველაძის მთავარ მიზანზე ისაუბრა - "გუნდი სწორ გზაზეა"

AutoSharing Option
"ჰალის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ახალი სეზონისთვის უკვე ემზადება. ის ამბობს, რომ 21 წლის მცველ ჯეიკობ გრივსის მიერ გუნდთან კონტრაქტის გაგრძელების სურვილი მიანიშნებს, რომ MKM Stadium-ზე ყველაფერი კარგად იქნება.

"ჰალის" მთავარი მიზანი ახლა იმ 8 მოთამაშის შენარჩუნებაა, რომელთა ხელშეკრულებაც დასრულდა და მათ საშუალება აქვთ, გუნდში დარჩენა ისევ 12 თვით გაიხანგრძლივონ. ქართველი სპეციალისტის თქმით, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს მისი მთავარი საფიქრალია.

სეზონის დასაწყისში "ჰალ სიტის" მიზანი პრემიერლიგაში აღზევება იყო, თუმცა, საბოლოოდ, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოუწიათ, რაც ახალ მფლობელ ილიკალის
მეთაურობით, წარმატებით შეძლეს.

"გუნდი სწორ გზაზეა" - ამბობს არველაძე.



altარველაძე ინგლისში სადებიუტო სეზონით კმაყოფილია

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
იუსტიანევიჩ ბრავო! ნახარებს შენი წარმატება და ის რომ აქაურ ჭაობს არც ეკარები და არც იკარებ. უმადური და დაუნახავი ბრბი შორს დაიჭირე.
რეზო
17:13 10-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული