"თუ ხვიჩა დაადასტურებს, რაც ვიდეოებში ვნახეთ" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის შეფასება

AutoSharing Option
Canale 8-ის Giochiamo D'Anticipo-ს სტუმარმა, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მასიმო დ'ალესანდრომ კლაუდია მერკურიოს კითხვებს უპასუხა:

- "ნაპოლის" გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან, რადგან 35 წელია სკუდეტო არ მოუგიათ. 9-წლიანი ბატონობის შემდეგ "იუვენტუსის" კრიზისი უნდა გამოეყენებინათ, რაც ვერ მოხერხდა.

მომავალ სეზონში "ნაპოლის" სკუდეტოსთვის ბრძოლაში გუნდური რევოლუცია დასჭირდება. ზაფხულში ბევრი ელემენტი გაქრება და ლორენცო ინსინიეც წავა. რაც შეიძლება სწორი ცვლილებებია საჭირო, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება. სპალეტიმ თავისი საქმის კარგად შესრულება იცის...

შეკითხვები არსებობს - ვის ვირჩევთ მეკარეებად ოსპინასა და მერეტს შორის? შესაძლებელია ორივე წავიდეს?
კულიბალი რომ გავყიდოთ, ვისით შევცვლით მას? გუნდშია ფორვარდი ოსიმენი. სპალეტი რომ ვიყო, კიდევ ერთი წელი ხელს შევუწყობდი ნიგერიელის საბოლოო აფეთქებას. მას გააჩნია მნიშვნელოვანი უნარები და ცოტა იტალიურის სწავლა, შესაძლოა, საბოლოოდ დაეხმაროს.

ვის დავთმობდი ესპანელ ფაბიანსა და პოლონელ ზიელინსკის შორის? ფაბიანს. პოლიტანოს და მერტენსს, ალჟირელ ნახევარმცველ ოუნასს და შემტევებს, ლოსანოსა და პეტანიასაც გავუშვებდი. კვარაცხელია? მის შესახებ ცოტა რამ ვიცით, მაგრამ ინსინიეს შეცვლა ადვილი არ იქნება. თუ ხვიჩა დაადასტურებს, რაც ვიდეოებში ვნახეთ, ლოსანოზე მეტს ითამაშებს."

მოგეხსენებათ, "ნაპოლის" პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლურ კლუბში 5 წლით ჩაირიცხება.

altკვარაცხელია - "ნაპოლის" პრეზიდენტს სჯერა, მწვრთნელი არაფერს ამბობს, ტიფოზებს აინტერესებთ

altიტალიური მედია კვარაცხელიათი აღფრთოვანებას არ მალავს

მკითხველის კომენტარები / 18 /
ხვიჩამ ნაპოლში ბევრი უნდა იშრომოს და ბევრი ნიუანსები უნდა აითვისოს, ნაპოლიმ 5-წლიანი იმიტომ გაუფორმა მომავალზე გათვალეს ყველაფერი,თავიდანვე ძირითადში შეიძლება ვერ ჩაჯდეს მაგრამ დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეს ამის გულისთვის,ისე კი თავიდანვე როგორ მოერგება ნაპოლს და როგორ ითამაშებს დიდი მნიშვნელობა ექნება ამას თუ თავიდანვე გაუმართლა ძირითადშიდაც მოხვდება ამ შემთხვევაში,პირადად მე კვარაცხელიას თამაშს კაკას ვამგვანებ თავისი მანერებით,კაკაზე უკეთესი ფეხბურთი ეთამაშოს და მთელი საქართველო გაიხარებს ამით,ნაპოლის ისედაც ვგულშემატკივრობდი და ახლა ხო საერთოდ.
qomagi
15 მაისი 2022 20:25
0
ქალბატონო ციცინო დავითაშვილის გასაგონად!
კი ზურიკო ცუდი ფეხბურთელი არაა, მაგრამ "ვის ჯობია" ასეთი კატეგორიულობა რატომ? საპარლამენტო ოპოზიციაში ხომ არ ხართ?
აცალეთ ამ ბიჭებს მეგობრობა და ფეხბურთის თამაში.
დედა ენის არ წამკითხველი და არ მცოდნე ალბათ ბევრ დაცინვას "იტანს".
13 მაისი 2022 23:11
0
ხვიჩას ზურიკო დავითაშვილი ჯობია. ინანებს ნაპოლი ზურიკო რომ არ აიყვანა.
ციცინო დავითაშვილი
13 მაისი 2022 20:05
37
თქვენ ზურიკოს ბებია ბრძანდებით? :დ
ქალბატონ ციცინოს
13 მაისი 2022 22:07
2
არ მინდა გულშემატკივრის მოლოდინი ტვირთად ექცეს მაგრამ მე არცერთი თამაშის გამოტოვებას ვაპირებ, ასე იყო რუბინშიც, იშვიათი გამონაკლისების გარდა. მჯერა იტალიაშიც დადგამს შოუებს და გააგიჟებს მაყურებელს. მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას...
მე
13 მაისი 2022 19:24
0
ხვიჩა არავისში შეგეშალოთ!!! ამ ბიჭმა 3-4 თვით ადრე იცის მომავალ სეზონში სად ითამაშებს და ნეაპოლში როცა ჩავა იტალიურად ისე ისაუბრებს გასაგებს კარგათ გააგებინებს,ეს ბიჭი ახლა იტალიურის სწავლაშია. არ დაგავიწყდეთ რუბინში თამაშისას სად ცხოვრობდა(კლუბის ბაზაზე) და შედარებით როდის მოდუნდა,როცა მიხვდა რუსები გაშვებას არ უპირებდნენ და რა ფასიც დაადეს შეგნებულად! ამ ბიჭმა მთავარია კლუბში იგრძნოს სითბო და თავი როგორც ოჯახში და იტალიური ფიზ-მომზადება,იქაური ვარჯიშები მერე ამის ფორმა ნახეთ!!!
ზურა
13 მაისი 2022 17:05
2
კაპიტანს ვეთანხმები
ნათლად ჩანს ხვიჩას მისამართით პასების სიმწირე
რამდენს ბურთს მიიღებს იმდენს ამწვავებს, ისარგებლონ ამ კაცის ტალანტით სანამ მაგათთან არის.
ყველა შეტევა მაგით უნდა დაიწყოს
თენგო
13 მაისი 2022 15:31
1
ხო მაგრამ ევროტურნირების თამაშებამდე რომ წავა მერე რა ქნას მარტო ხვიჩაზე ჩამოკონწიალებულმა გუნდმა თქვენი აზრით ათ დღეში მოასწრებენ გადაწყობას?
ლევანი
13 მაისი 2022 17:27
0
ნაპოლიში იმდენ ცვლილებას აანონსებენ,თუ ყველა განხორციელდა,გამორიცხულია მომავალი სეზონი წარმატებით დაიწყონ.ფაქტობრივად ახალი გუნდის დაყენება დასჭირდებათ და ზამთრის შემდეგ მაინც თუ ათამაშდა გუნდი,ეგეც კარგი საქმე იქნება.ოსიმენიზე და იტალიურის სწავლაზე რომ ლაპარაკობს,ეს სრული მასშტაბით შეეხება ხვიჩას გახსნასაც.რა თქმა უნდა იტალიის ჩემპიონატი შეუდარებლად უფრო მაღალი სისწრაფეებით,დატვირთვებით,ტექნიკით,რთული ტაქტიკით და სიხისტით გამოირჩევა რუსეთთან და მით უფრო საქართველოსთან შედარებით,არც ფარულად განზრახ უხეშობას ერიდებიან,მაგრამ ეს ხვიჩამაც კარგად იცის და ფსიქოლოგიურადაც მოემზადება ამისათვის.ძალიან ძნელი იქნება,მაგრამ მისი იმედი ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს.
სოსო
13 მაისი 2022 14:01
0
კარგ კლუბში თამაშის სირთულეებზე წერთ სულ და ისიც თქვით, რომ ადეკვატური პარტნიორები რომ გყავს, მაღალიბკლასის მოთამაშეები, თან თუ შენსკენ და გუნდისკენ არიან და შურიანები არ არიან, რამდენად გიადვილდება თამაში და შენი საუკეთესო თვისებების გამოვლენა. ჩვენ ჩემპიონატში ყველა ფეხბურთელს ხვიჩას გვერდით უნდა ანახოს , რომ თავადაც არანაკლები ფეხბურთელია და ეს გასაგებია რადგან ძლივს მოვიდა ხალხი სტადიონზე, მაგრამ იქ, სადაც გუნდი ქულებზე ფიქრობს, ხვიჩასთვის მგონია რომ ბევრად ადვილი იქნება ნიჭის გამოვლენა. პასებიც უფრო ზუსტი და სწრაფი წამოვა მისკენ თან საჭირო დროს ასე მგონია და მის პასებსაც უფრო შეირგებენ
კაპიტან გარდენბურგი
13 მაისი 2022 13:46
0
ხვიჩამ ფიზიკაში სერიოზულად უნდა მოუმატოს, იტალიაში მცველები ისე არ აპარპაშებენ და თანაც ტრავმის რისკი ერთი-სამად იზრდება. ნიჭი უდავოდ აქვს მაგრამ ტრენაჟორებთან ვარჯიში მეტი ჭირდება...
გუსანი
13 მაისი 2022 12:41
0
კი, აბა რაააა განსაკუთრებით გუშინდელი თამაში- საბურთალოსთან,რომ უნახიათ იტალიერებს სულ გადარეულან.........ეს რა მარგალიტი ჩაგვივარდა ხელშიო..
ჩელე
13 მაისი 2022 12:10
58
ჩელეს კომენტარი მხოლოდ მაშინ ჩნდება როცა რამე ისე არ არის. მაგალითად ხვიჩას დაასვენებენ, ან ისე ვერ ითამაშებს ან ცუდი მინდორია და ასე შემდეგ.
ელოდება რამე ისეთი როდის მოხდება. შთაბეჭდილება მაქვს, რომ მანამდე ძალიან ცუდადაა, სანამ ხვიჩა დაფრინვს, მაგარ გოლებს იტანს და მასზე ევროპული პრესა წერს, ამ ადამიანს ცუდ მდგომარეობაში აყენებს. მხოლოდ მაშინ ეძლევა მის ცხოვრებას აზრი, თუ ხვიჩას რომელიმე თამაში ჩაუვარდება.
ბატონო ჩელე, არ დაყაროთ ფარხმალი, თქვენც ყველაფერი გამოგივათ და საკუთარ წარმატებაზე ორიენტირდით. ვერც კი წარმოიდგენთ, სხვისი წარუმატებლობის ლოდინი როგორ ანგრევს ადამიანს შინაგანად.
ყველაფერს კარგს გისურვებთ!
ჩელე ს
13 მაისი 2022 13:30
0
Tamashs uyure moednis sapsri naxe??amdeni gvardzli saidan am axalgazrda bichis mimart...
L.J .
13 მაისი 2022 12:25
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული