სპალეტი: კვარაცხელია? გენიალური ფეხბურთელი ავიყვანეთ

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ლორენცო ინსინიესთან დამშვიდობებასა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ნეაპოლური გუნდის თავკაცს calcionapoli24 ციტირებს:

"კვარაცხელია? გენიალური ფეხბურთელი ავიყვანეთ. ეს ძლიერი მოთამაშეა, კვალიფიციურია, შეზღუდულ სივრცეში კარგად შეუძლია მოქმედება. ერთ-ერთი იმათგანია, ვინც მოედანზე სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, შესანიშნავია არჩევანის გაკეთებაში. ასეთი ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ყოფნა მწვრთნელს უნდა. ბევრს დარბის, აქვს სისწრაფე, ტექნიკა, გოლების გატანა ეხერხება".

მკითხველის კომენტარები / 24 /
რამ დაბოღმა ეს ხალხი ასე...ჩვენისთანა ბედნიერი....
დავითი
01:09 19-05-2022
0
ქინქლაძე, არველაძე, ქეცბაია... ამათი თაობის მერე ხვიჩასნაირი ტალანტი არ გვყოლია!
დიმო
16:04 17-05-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული