"მითხარით, ვინ წავიყვანო? კი, არის ხვიჩა, მაგრამ მას უკვე აქვს კონტრაქტი... გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ფეხბურთელია..." - ინტერვიუ შოთა არველაძესთან

AutoSharing Option
შოთა არველაძემ "ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამ ეტაპის ამოცანა წარმატებით გადაჭრა - გუნდმა ჩემპიონშიფის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დაიბევა ადგილი ინგლისის რანგით მეორე ლიგაში. რა თქმა უნდა, მომავალ სეზონში "ვეფხვებს" გაცილებით მაღალი მიზნები ექნება...

49 წლის სპეციალისტი ახლა საქართველოშია და, რა თქმა უნდა, მასთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გავუშვით. "ჰალის" დღევანდელობასა და მომავლის გარდა, ვილაპარაკეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც, რომელსაც ივნისში ერთა ლიგის უაღრესად საპასუხისმგებლო მატჩები ელის...

- "ჰალში" სეზონის მიმდინარეობისას მიხვედით. ასეთ დროს ყოველთვის რთულია მწვრთნელისთვის, ბოლომდე მოახდინოს საკუთარი
იდეების რეალიზება. ამის მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საამსეზონო ამოცანა შესრულდა...

- მგონი, არ არის მაინცდამაინც ბევრი სალაპარაკო განვლილ ეტაპზე. რა შეიძლება ითქვას?.. შედეგი იყო მთავარი და შევძელით, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე დაგვებევებინა ადგილი ლიგაში. მწვრთნელს შეუძლია ახალი ენერგია და მოტივაცია მისცეს ფეხბურთელებს... თუმცა დრო მაინც მცირე იყო. მაგალითად, ისე მოხდა, რომ ჩავედი, ჩავატარე ორი ვარჯიში და გუნდი თამაშზე გავიდა... საბოლოოდ, პირადად ჩემთვისაც დიდი გამოცდილება იყო...

- ველით, რომ მომავალ სეზონში "ჰალი" გაცილებით ძლიერი და ამბიციური გუნდი იქნება. ალბათ, იქნება საინტერესო ტრანსფერები... რამდენად საფუძვლიანია ეს მოლოდინი?
- ასე მარტივიც არ არის... ჯერ გასარკვევია, ვინ მიდის, ვინ შეიძლება მოვიდეს... ეს რომ გაირკვევა, მერე უფრო ადვილად ჩამოვყალიბდებით საბოლოოდ. რა თქმა უნდა, ყველა გუნდს სჭირდება გაძლიერება...

- ამბობენ, შოთას თავის გუნდში ქართველი ფეხბურთელები შეგნებულად არ მიჰყავსო. "ჰალში" როგორ იქნება ამ მხრივ საქმე?
- აი, ხომ შესწრებიხართ ასეთ საუბარს და, ალბათ, თქვენც ჩართულხართ პოლემიკაში... მითხარით, ვინ წავიყვანო? კი, არის ხვიჩა, მაგრამ მას უკვე აქვს კონტრაქტი... გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ფეხბურთელია... ვინ წავიყვანო?

- რა შეიძლება ითქვას ჩემპიონშიფის თაობაზე? ფაქტია, ძალიან სპეციფიკური ლიგაა, გადატვირთული გრაფიკით, ცხრილში სიმჭიდროვით, თანაბარი დონით...
- ხომ იცით, როგორ არის - ფეხბურთელს ხშირ ვარჯიშს ხშირი თამაში ურჩევნია. ასევეა მწვრთნელიც. თამაში, მერე მისი ანალიზი და ისევ თამაში... ძალიან საინტერესოა ასეთი გრაფიკი. რა თქმა უნდა, ეს დიდ ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს.

- დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალ სეზონში "ჰალი" პრემიერლიგაში აღზევებისთვის იბრძოლებს. ეს ამოცანა დგას კლუბის წინაშე?
- ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ათეულში სტაბილურად ყოფნა არის ძალიან კარგი შანსი, რომ თუნდაც პლეი-ოფში მოხვდე. აქ ძალიან პატარა დისტანციაა.

- "ჰალის" გულშემატკივრებზე ცალკე უნდა გკითხოთ. მატჩებისას ვხედავთ, როგორ გულმხურვალედ უჭერენ ისინი გუნდს მხარს...
- ძალიან მაგარი გულშემატკივრები გვყავს, უზომოდ უყვართ გუნდი, გვერდში გვიდგანან... შესანიშნავი, თბილი დამოკიდებულება გვაქვს...

მკითხველის კომენტარები / 27 /
ეხლა დამვლოკავთ, მარა თქვენ მაინც იცოდეთ- სწორედ ეს არის ის მარაზმი, რატომაც ამ კაცის დტოინდელმა ნაკრებმა ჩაისვარა!!! ვინ წავიყვანოოო, შევარცხვინე ეს ნა÷ქვამი. ვინა და ზურიკო!! მამარდაშვილს იმ ჯიგარმა აგენტმა გაუკეთა და ვალენსიის სკაუტების დამსახურებაა, თორე მეტი არაა ჩემი მტერი ამას წაეყვანა ლოკომოტივიდან იგივე კიტეიშვილი ჩახევს მთელ მაგ გუნდს , რასაც შოთა წვრთნის, იდიოტების ბანდაა. კაი რა ერთი. ესეც მანუ არ იყოს რა
კაპიტან გარდენბურგი
20:54 20-05-2022
0
ჩაკვეტაძე წაიყვანე ჩაკვეტაძე
Jaba
18:51 19-05-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული