კვარაცხელია ძლიერ მეტოქესთან უფრო ფეთქდება - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "ნაპოლის" პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარ გუნდში ტრანსფერი (მომავალ ზაფხულს 5 წლით) დაადასტურა, იტალიურ მედიაში ქართველ გარემარბზე ბევრი იწერება. Napoli Goal-ი ცნობილ იტალიელი ჟურნალისტ პაოლო დელ ჯენიოს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა:

"კვარაცხელიას უცნაური თვისება შევნიშნე - როგორც კი მეტოქის დონე იწევს, ის უკეთესი ხდება. მან ორი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, როდესაც საქართველოს ნაკრები ძლიერი მეტოქეებს, შვედეთსა და ესპანეთს დაუპირისპირდა და თანაგუნდელების საერთო დონეც აამაღლა.

იმედია, "ნაპოლიშიც" ასევე მოხდება. გამორჩეულ მატჩებში ხვიჩას არანაირი შიში არ აქვს და პირიქით, უფრო
ფეთქდება, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია."

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ შვედეთის წინააღმდეგ (2:0) დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ესპანელებსაც (1:2) გაუტანა.

altკვარაცხელიას გარდა, ვის შეიძენს "ნაპოლი"? - პრეზიდენტისა და მწვრთნელის პრესკონფერენცია

altდიდი მოლოდინი - კვარაცხელიას თამაშს და ყოველ გოლს ნეაპოლში აკვირდებიან

altსპალეტი: კვარაცხელია? გენიალური ფეხბურთელი ავიყვანეთ

მკითხველის კომენტარები / 7 /
რუსები ბოღმისგან გასკდებიან ეხლა
ბექა
00:00 24-05-2022
0
ასე მგონია ქართველი გულშემატკივრები ყველაზე დაბალი განვითარების არიან მსოფლიოში
ფეხბურთის ქომაგი
16:24 23-05-2022
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული