საიმანოვი: მივიღებთ თუ არა კვარაცხელიას ტრანსფერიდან ფულს? - უარესისთვის ვემზადებით

AutoSharing Option
ლეგიონერების გარეშე დარჩენილი "რუბინი" რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა, თუმცა კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი იმედოვნებს, რომ ლიგას გააფართოებენ და ქვედა დივიზიონში დაქვეითება არ მოუწევთ, რადგან მათი იქ თამაში დანაშაული იქნება. მან განაცხადა, რომ ყაზანური გუნდი მთელ რუსეთში ყველაზე მეტად დაზარალდა, მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი დარჩება და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.

"მე ვცდილობდი, ლეგიონერები დამერწმუნებინა. ჩვენ ლეგიონერები შევკრიბეთ, ვესაუბრებოდით. ვატყობინებდი, რომ სრული დაფინანსება გვქონდა, ქვეყანაში ყველაფერი მშვიდად იყო, არავითარი პრობლემა არ იქნებოდა. ვუთხარი: "მოდით, ეს სეზონი დავასრულოთ და შემდეგ გადავწყვიტოთ საკითხი".

ამასთან,
თავიდან მოთამაშეებმა განაცხადეს, რომ წასვლა არ უნდოდათ. საბოლოოდ ბევრმა წასვლა გადაწყვიტა, ვიღაცამ შემდეგ დარეკა და გვითხრა - "მე წავედი". როგორ უნდა დაგვეკავებინა?

ვეუბნებოდი, რომ ყველა პირობა შესრულდებოდა, ყველაფერი გადაწყდებოდა, ფულს გადავუხდიდით, თანხა საბანკო ანგარიშებზე იქნებოდა, ხოლო მერე მათი კონვერტაციის საშუალებას მოვძებნიდით.

ჩემი აზრით, კარგია, რომ წავიდნენ. ახალგაზრდების მოზიდვა შევძელით. დაბალხელფასიანი ფეხბურთელები მოვიდნენ, გვაჩვენეს, რომ თამაში უნდათ.
მიიღებს თუ არა "რუბინი" ხვიჩას ტრანსფერიდან  ფულს? ყველაფერი უეფაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ შეთანხმება გვაქვს და თუ დადებითი გადაწყვეტილება იქნება, მაშინ მივიღებთ. უეფა ხომ ეშმაკია. ისინი არ იტყვიან, რომ ახლა გავათავისუფლებთ და თავისუფალ აგენტებად გავხდით. განაცხადებენ - გადაწყვეტილებას ვახანგრძლივებთ. ამასობაში ბევრს კონტრაქტი დაუსრულდება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებს, მაგრამ უარესისთვის ვემზადებით", - განუცხადა საიმანოვმა "ჩემპიონატს".

მკითხველის კომენტარები / 10 /
გვახსოვს როგორ ცინიკურად წერდნენ ხვიჩაზე, ქართველებმა აურიეს ტვინი თორე ისე არავის არ უნდაო, ერთ დოლარსაც არავინ გვთავაზობსო. დაიჯერა რო ძალიან მაგარია და სხვაგან დაფრინავდა ფიქრებითო და ისე აღარ თამაშობდაო. ეს კაცი ამბობდა ამ ყველაფერს, ახლა ძალიან რომ გიყვართ ზოგიერთებს.
მერე იჯერებდით აქ ბევრი და ხვიჩას აქილიკებდით, რუსების ნათქვამს იჯერებდით ყველაფერს.
შემოთავაზებები რომ იყო უცხოური პრესაც ადასტურებს. ესენი ბლოკავდნენ და თან იძახდნენ არავის უნდაო. სანამ ომი არ დაიწყო და ყველაფრიდან არ მოკვეთეს მანამდე ვერ დაიხსნა ამ ბიჭმა თავი. ახლაც იქ იქნებოდა და მეორე ლიგაში გავარდნასაც ამას დააბრალებდნენ.არ გახსოვთ ყველა წაგებაზე რამხელა წნეხი იყო ხვიჩაზე? ვითომ 11 კაცი არ თამაშობდეს ფეხბურთს.
ჰოდა ახია თქვენზე სადაც ხართ. გაჰყევით რუსკი კარაბლს მისამართზე!!!
Spain
18:44 23-05-2022
6
ხო უეფა არის ეშმაკი და თქვენ ანგელოზები.
ბიჭი კინაღამ რუსეთში ჩაალპეთ!
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული