"კვარაცხელია ინსინიეს შეცვლის და სპალეტის ძალიან გამოადგება" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
"მედიასეტის" ჟურნალისტმა სანდრო საბატინიმ ტელეკომპანია campana Televomero-ს რადიოს პროგრამა "გოლის" ეთერში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ზაფხულის მომავალ სატრანსფერო ბაზარზე "ნაპოლი" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის ხელმძღვანელობით ერთ-ერთი ყველზე აქტიურია. უკვე განახორციელა ორი ოპერაცია. თუ ჩავთვლით ანდრე-ფრანკ ზამბო-ანგისას კონტრაქტის "ფულჰემისგან" გამოსყიდვას, უკვე სამია.

ესენი მატიას ოლივეირა და ხვიჩა კვარაცხელია არიან. ოლივეირა? ჩემი აზრით, ნეაპოლელთა საუკეთესო შენაძენი კვარაცხელიაა. გასულ ზაფხულს მის "მილანში" შესაძლო გადასვლაზე ვწერდი. შემიძლია გითხრათ, რომ "როსონერი" ქართველს კარგა ხანი აკვირდებოდა, მაგრამ "პარტენოპეი" იმითაა კარგი, რომ მილანელებს აჯობა.

კვარაცხელია
ლორენცო ინსინიეს შეცვლის? მე მგონია, ნეაპოლელები არ ინანებენ, რადგან ეს ფეხბურთელი კარგად ხედავს მოედანს, მეტოქის კარს, ძალიან ტექნიკურია და ის თვისებები გააჩნია, რაც უდავოდ გამოადგება ბატონ ლუჩანო სპალეტის".

მკითხველის კომენტარები / 1 /
წავიდა კვარადონას რეკლამები, რაც ძალიან ცუდია, მე მერჩივნა როგორც გოიმი ისე მისულიყო და მერე როგორც კაროლ პალაჯენიი ისე მიეღოთ, ეხლა ღმერთმა არ ქნას და რაიმე ისე ვერ წავიდეს, ეგრევე აწკმუტუნდებბიან, ეს ინჩა ტოოო! არადა ჯერ დიეგო არმატურას ქვილითაია ვერ მოგვინელებია, ისევ ტრამვა, ფეხის გულზე ბოჭკა დაეცაო და ეხლა კიდევ ეს გვინდა ტოოო?
კ ო მ ბ ლ ე
02:12 25-05-2022
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული