პირველად ისტორიაში, მინი-ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებს საქართველოს ეროვნული ნაკრები

AutoSharing Option
პირველად საქართველოს ისტორიაში, მინი-ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებს საქართველოს ეროვნული ნაკრები. ტურნირი კოშიცეში, სლოვაკეთში, ა/წ 4-11 ივნისს ტარდება და მასში 24 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს.

ეროვნული ნაკრები შეირჩა საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის გუნდებში მოასპარეზე გამორჩეული სპორტსმენებით. მათ შორის ძირითადი ბირთვი FC PSP-ს საფეხბურთო გუნდის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ამჟამად მიმდინარე ფუტსალის პროფესიონალური ლიგის ოთხეულში არიან. ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ასევე, ეროვნული ლიგის გამორჩეული მწვრთნელი ბესარიონ არველაძე, ამასთან PSP-ს გუნდის მწვრთნელია.

საქართველოს ნაკრები С ჯგუფშია განთავსებული და თავის პირველ თამაშს მონტენეგროსთან 5 ივნისს
ითამაშებს, 13:45 სთ-ზე თბილისის დროით. ტურნირი 24 ქვეყანაში გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით, მათ შორის, საქართველოში, "სილქზე" (SilkUniversal).

ევროპის ჩემპიონატი 2023 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს წარმოადგენს.

საქართველოს მინი-ფეხბურთის ნაკრების მთავარი პარტნიორია PSP, რომელიც საკუთარი საფეხბურთო გუნდით ჯანსაღი ცხოვრების წესის მაგალითი და პოპულარიზატორია.

R
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატება ჩვენს ბიჭებს. რაო? რა ხანს მინი ფეხბურთია არ უნდა გვიხაროდეს ევროპაზე თამაში?
ჟორა გაბრიჭიძე
22:05 03-06-2022
1
რა პირველადო? ევროპაზე ხომ იყვნენ,ბრაზილიელებიც,რომ გვყავდა?
ზურა
21:13 04-06-2022
0

სიახლეები პოპულარული