კობიაშვილი ხაშურში მომხდარ ინციდენტზე - "შესაბამისი რეაგირება მოჰყვება"

AutoSharing Option
ხაშურის სტადიონზე მომხდარ ინციდენტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა:

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ხაშურში. ამ ქალაქში გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა ახალ სტადიონს და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ინციდენტი დაფიქსირდა.

მსგავსი შემთხვევები აზიანებს ჩვენთვის საამაყო სპორტის სახეობას, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ვწუხვარ, რომ ასეთი ფორმით მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხაშურის ახალი სტადიონი.

არანაირი გამართლება არ აქვს და ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რაც გუშინ საფეხბურთო მინდორზე ვიხილეთ!

15 ივნისის ინციდენტზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება."

შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონლიგის მატჩი ხაშურის "ივერიასა" და "გლდანს" შორის ხელჩართული ჩხუბით დასრულდა.

alt"შენი დედას შე**ი" - ხელჩართული ჩხუბი და მოედანზე შევარდნილი გულშემატკივარი... - "ივერიასა" და "გლდანის" მატჩი დაპირისპირებით დასრულდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ხალხო,მოედანზე რაც გინდა მოხდეს,მაყურებელს სტადიონზე გასვლის უფლება რომ არ აქვს,ამას რა მსჯელობა და მიეთ-მოეთი უნდა?მოედანზე რაღაცა მოხდა,ამბობენ შემთხვევით მოხდაო.ჩანაწერშიც თითქოს ასე ჩანს.რა და როგორ მოხდა,ამას სადისციპლინო კომისია გაარკვევს,მაგრამ მაყურებლის მოედანზე შესვლას,გარკვევა რომ აღარ სჭირდება და აუცილებლად დასასჯელი ფაქტია,არა მგონია საკამათო იყოს.ხანდახან საკუთარი თავიც გაიმტყუნეთ,რა!ძლივს ფაეხბურთის თამაში ვნახეთ, ჩვენს ჩემპიონატში და ისევ ძველ უსახურობაში ნუ მივაბრუნებთ ყველაფერს.
სოსო
18:35 16-06-2022
0
(მწვრთნელს)
თქვენ რომ თამაშისთვის გეყურებინათ ასე არ იტყოდით
თამამად ვიტყვი თამაშის დონე, ტემპი
არ ჩამოუვარდებოდა უმაღლესი ლიგის თამაშებს.
მთელი ორი ტაიმის მანძილზე მაღალი ტემპი შენარჩუნდა უამრავი საგოლე მომენტებით და ლამაზი გოლებით.
ინციდენტი შემთხვევითობა იყო, სტუმრების მეკარემ მძიმე საგანი მოისროლა მოედნის იქით, მაგრამ ხელიდან გაუცურდა და მასპინძლის გამირჩეულ მოთამაშეს მოარტყა თავში.
გათიშული ფეხბურთელი რომ დაინახეს გულშემატკივრები გადაირივნენ და შევარდნენ მოედანზე.
ინციდენტი მალევე განიმუხტა, თითქმის არაფერი მომხდარა.
თენგო
15:42 16-06-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული