თბილისის "დინამო" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ლიგის 2021 წლის სეზონის გათამაშების გამარჯვებული "დინამო თბილისის" ასაკობრივი გუნდი გახდა.

19-წლამდელთა გუნდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი ალადაშვილმა დააჯილდოვა.

"დინამო თბილისის" 19-წლამდელთა გუნდის წევრებს ოქროს მედლები და საჩემპიონო ფარი "დინამო თბილისსა" და "გაგრას" შორის გამართული ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩის შესვენებისას გადაეცათ.

2021 წლის ოქროს ლიგის სეზონი, რომელიც Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო 2022 წელს დასრულდა, "დინამო თბილისის" 19-წლამდელთა გუნდმა დაუმარცხებლად, 61 ქულით მოიგო.

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული