სხდომაზე 2022 წლის 15 ივნისს რეგიონული ლიგის ეგიდით ს.კ. ხაშურის „ივერიასა“ და ს.კ. „გლდანს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელეს.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბ ხაშურის „ივერიას“ ჩაეთვალა წაგება ანგარიშით 0:3. ასევე, დაეკისრა 4 საშინაო მატჩის მაყურებლის გარეშე გამართვა და ფულადი ჯარიმა. საფეხბურთო კლუბ „გლდანს“ ჩაეთვალა წაგება ანგარიშით 0:3 და დაეკისრა ფულადი ჯარიმა.
ხაშურის „ივერიის“ ფეხბურთელებს, გიორგი ნოზაძეს, ნიკა ივანიშვილსა და ლაშა ხაჩიძეს, დაეკისრათ ფულადი ჯარიმა და ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია.
„გლდანის“ ფეხბურთელ გიორგი იოსელიანს დაეკისრა ფულადი ჯარიმა და შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაცია. „გლდანის“ ფეხბურთელ გაგა სამადაშვილს დაეკისრა ფულადი ჯარიმა და ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია.
GFF.GE