დღეს, ტექნიკურ ცენტრ ბასაზე საქართველოს ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა. ჩვენ გუნდს ირლანდიასთან შეხვედრაში თამარ ტატუაშვილი, თეონა თოდაძე, ტატა მატვეევა, და ნინო სუთიძე ვერ დაეხმარებიან. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა მომდევნო მატჩში მონაწილეობის მიღებას ირინა ხაბურზანია.
გიორგი ჩხაიძე (საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ირლანდიასთან მატჩისთვის ვემზადებით. მოგეხსენებათ, საკმაოდ კარგი გუნდია, დაკომპლექტებულია ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეებით. მათი კოზირი საჰაერო
თამარ ქველიძე (საქართველოს ნაკრების წევრი): "შემადგენლობასთან დაკავშირებით ცვლილებებია. რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ტრავმის გამო დაგვაკლდება. ამის მიუხედავად, ძალიან რთული თამაში იქნება. ირლანდია ერთ-ერთი წამყვანი ნაკრებია ჩვენ ჯგუფში და ძალიან შემტევ ფეხბურთს შემოგვთავაზებენ. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იქნება სუფთად ვითამაშოთ დაცვაში და ამ წნეხს გავუძლოთ. პირველ თამაშში დავმარცხდით, ანგარიში ყველას მოეხსენება და ვეცდებით, რომ ეს აღარ განმეორდეს და პოზიტივი, კარგი მხარე დავანახოთ გულშემატკივარს".
საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 27 ივნისს, 20 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის YouTube არხზე იხილავთ.
nakrebi.ge