ბრწყინვალე კუპატაძე - კაცნაკლულმა ბათუმელებმა "სლოვანთან" ფრეს მიაღწიეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრატისლავაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამო" გასვლაზე "სლოვანს" დაუზავდა - 0:0.

შეხვედრამ ბრატისლავაში დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 22 500-იანი სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო. სტუმრებმა მეტოქის პირველი შეტევა მოიგერიეს, ბურთი დაიჭირეს, მომენტს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. ტემპი მაღალი არ იყო, სადღაც შუა ტაიმში მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ, სამი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კუპატაძე. სამწუხაროდ, 42-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ბათუმელთა კაპიტანმა კობახიძემ და ჩვენი გუნდი კაცნაკლული დარჩა.

შესვენების შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა
„დინამომ“ იქით დაიწყო იერიშების მიტანა: გოლის გატანის შესაძლებლობა ფლამარიონს მიეცა, თუმცა ძლიერად ვერ დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ დავითაშვილმა დრიბლინგი განახორციელა და გატანა ხოვანმა არ დაანება. „სლოვანის“ მწვრთნელმა ვაისმა შეტევის გასაძლიერებლად 58-ე წუთზე სამმაგი ცვლილება განახორციელა, მოედანზე ჩაკვეტაძე შეუშვა და მასპინძლებს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ - მედვედევი კუპატაძესთან პირისპირ გავიდა და ჩვენი მეკარე ისევ ვერ დაჯაბნა. 90-ე წუთზე შორიდან მამუჩაშვილის ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და ფრე, 0:0.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 13 ივლისს ბათუმში ჩატარდება და სტუმრად მიღწეული ფრისა და „აჭარაბეთ არენაზე“ ჩვეული მხარდაჭერის გათვალისწინებით, „დინამოს“ სლოვაკური ბარიერის გადალახვის კარგი შანსი აქვს.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“
სლოვანი - დინამო (ბთ) 0:0
გაძევება: კობახიძე (42)

სლოვანი: ხოვანი, მედვედევი, კაშია, აბენა, დე მარკო (ჩაკვეტაძე 58), კანკავა, კუცკა (ჰოლმანი 86), ბარსეგიანი (გრინი 58), ვაისი (ჩავრიჩი 78), ზმრჰალი, რამირესი (საპონიჩი 58)

დინამო (ბთ): კუპატაძე, აზაროვი, კობახიძე, აზაცკი, ჩაბრაძე, ტეიდი, ალთუნაშვილი (ნავალოვსკი 86), მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (რეხვიაშვილი 45), დავითაშვილი (ვაწაძე 72), ფლამარიონი (რადინი 72)

მკითხველის კომენტარები / 62 /
ყოჩაღ ბათუმის ფეხბურთელებს მართლაც კარგად გამოიყურებოდნენ თანამედროვე ფეხბურთი ითამაშეს, სულაც არეტყობოდათ კაცნაკლულები როიყვნენ,დარწმუნებული ვარ ბათუმში სულსხვა ატმოსფერო იქნებადა წარმატებას მიაღწევენ ბიჭები.ეხლა ორიოდე სიტყვით მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა,კობახიძის გაძევება ალბათ უფრო გამოუცდელობის ბრალი იყო, ერთი ყვითელი ბარათი ქონდა და უფრო მეტი თავშეკავება მართებდა ორთაბრძოლებში,რაც უფრო მეტ თამაშს ჩაატარებენ ბიჭები ამ დონეზე გამოცდილებაც თავისთავად მოვა, მომეწონა მათი თავდადება და შემართება.არ შემიძლია არ ვთქვა კომენტატორებზე, როცა ქართული გუნდი თამაშობს და მოწინააღმდეგის თუნდაც ქართველ ფეხბურთელებზე ამდენი საუბარი აუტანელი და მიუღებელია,იმ ბიჭებზე არაფერს ვამბობ პროფესიონალები არიან და თავიანთ საქმეს აკეთებენ,ესეიგი როგორ უხაროდათ კაშიას,ჩაკვეტაძის და კანკავას კარგი პასები თუ მოქმედებები ბათუმელების წინააღმდეგ,ეს ნორმალურია?!არა ეს არაა ნორმალური ეს მხოლოდ და მხოლოდ არაპროფესიონალიზმია და ეს გაითვალისწინონ
ალიკა
07 ივლისი 2022 00:46
33
ალიკა, ასპროცენტიანს ამბობ. ან ეს უაზრო წივილ-კივილი რატომ ითვლება კომენტატორობად, ეგეც გაუგებარია. ყველაფერთან ერთად ეს ვითომ-კომენტატორები 'პადხალიმებიც' არიან. უნდათ ასიამოვნონ ყველას, ფეხბურთელებს, მათ ოჯახის წევრებს და ამიტომაც არის რომ მათგან ერთ გადაბრუნებულ სიტყვას ვერ გაიგებ ზოგადად ჩვენების შეცდომებზე ან ცუდ თამაშზე. კობახიძის მეორე ყვითელზე რა რეაქცია ჰქონდათ? - რას შვრება მსაჯიო?? :)
odala
07 ივლისი 2022 11:22
3
პირიქით ეგაა პროფესიონალიზმი.
._.
07 ივლისი 2022 01:45
4
ჩაკვეს გაცუდებული ჯარიმა თუ გამიხარდებოდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი… წარმატებები ბათუმს და სრულიად საქართველოს!
ირაკლი
07 ივლისი 2022 00:45
1
კობახიძე ევროტურნირებზე ბათუმის განაჩენია?! კვირკველია როგორ გაუშვით ხელიდან?! იმედია ბათუმში დაადუღებთ!!!
ლადო
07 ივლისი 2022 00:45
0
ერთი სიტყვით ამას ქვია ჯიგარი! როგორც იქნა ვნახე ჩვენების თამაში ჯიგრით! ყოჩაღ ბიჭებო! თქვენ გენაცვალეთ! როგორცარ უნდა მორჩეს ეს დუელი, მაინც მაგრები იქნებით!
გივი
07 ივლისი 2022 00:38
2
ესეთი არაადეკვატური მსაჯი კარგა ხანია არ მინახავს! კობახიძეს კიდე მეტი ყურადღება მართებდა. საერთო ჯამში კარგი იყო ბათუმი, სახლში მეტ სითამამეს ველოდები!!!
beqa
07 ივლისი 2022 00:35
3
გენაცვალეთ. აქ შევჭამთ !!! მოდეეეეეთთთთთთთ
ჩაბრაძემ და აზაროვმა რა იმუშავეს.. აფერუმ აფერუმ ბიჭებს... ყველას ყველას დიდი მადლობა.. და გმირი კუპატაძის დამსახურებითთთთთთთთთთ !!!
ილია
07 ივლისი 2022 00:34
1
მადლობა ბიჭებს თავდაუზოგავი ბრძოლისთვის! მადლობა კაცნაკლულზე დაცვაში არ ჩადგომისთვის და თამამად შემტევი ფეხბურთის თამაშისთვის! მადლობა გეგუჩაძეს სწორი ტაქტიკისა და ცვლილებებისთვის!
გუნდი საკმაოდ კარგია, მთავრია ეს თითოეულმა ფეხბურთელმ დაიჯეროს! თამამად ძმებო, თამამად! შეგვიძლია შემდეგ ეტაპზე გასვლა
Superman
07 ივლისი 2022 00:34
1
ბიჭებო მადლობააა, სლოვაანნნ ბათუმში გელოდებით. welcome to the hell
Batumi90
07 ივლისი 2022 00:32
1

სიახლეები პოპულარული