ბრწყინვალე კუპატაძე - კაცნაკლულმა ბათუმელებმა "სლოვანთან" ფრეს მიაღწიეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრატისლავაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამო" გასვლაზე "სლოვანს" დაუზავდა - 0:0.

შეხვედრამ ბრატისლავაში დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 22 500-იანი სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო. სტუმრებმა მეტოქის პირველი შეტევა მოიგერიეს, ბურთი დაიჭირეს, მომენტს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. ტემპი მაღალი არ იყო, სადღაც შუა ტაიმში მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ, სამი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კუპატაძე. სამწუხაროდ, 42-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ბათუმელთა კაპიტანმა კობახიძემ და ჩვენი გუნდი კაცნაკლული დარჩა.

შესვენების შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა
„დინამომ“ იქით დაიწყო იერიშების მიტანა: გოლის გატანის შესაძლებლობა ფლამარიონს მიეცა, თუმცა ძლიერად ვერ დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ დავითაშვილმა დრიბლინგი განახორციელა და გატანა ხოვანმა არ დაანება. „სლოვანის“ მწვრთნელმა ვაისმა შეტევის გასაძლიერებლად 58-ე წუთზე სამმაგი ცვლილება განახორციელა, მოედანზე ჩაკვეტაძე შეუშვა და მასპინძლებს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ - მედვედევი კუპატაძესთან პირისპირ გავიდა და ჩვენი მეკარე ისევ ვერ დაჯაბნა. 90-ე წუთზე შორიდან მამუჩაშვილის ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და ფრე, 0:0.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 13 ივლისს ბათუმში ჩატარდება და სტუმრად მიღწეული ფრისა და „აჭარაბეთ არენაზე“ ჩვეული მხარდაჭერის გათვალისწინებით, „დინამოს“ სლოვაკური ბარიერის გადალახვის კარგი შანსი აქვს.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“
სლოვანი - დინამო (ბთ) 0:0
გაძევება: კობახიძე (42)

სლოვანი: ხოვანი, მედვედევი, კაშია, აბენა, დე მარკო (ჩაკვეტაძე 58), კანკავა, კუცკა (ჰოლმანი 86), ბარსეგიანი (გრინი 58), ვაისი (ჩავრიჩი 78), ზმრჰალი, რამირესი (საპონიჩი 58)

დინამო (ბთ): კუპატაძე, აზაროვი, კობახიძე, აზაცკი, ჩაბრაძე, ტეიდი, ალთუნაშვილი (ნავალოვსკი 86), მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (რეხვიაშვილი 45), დავითაშვილი (ვაწაძე 72), ფლამარიონი (რადინი 72)

მკითხველის კომენტარები / 62 /
არ უნდა მოვეშვათ ბათუმში რთული თამაში იქნება გადავუვლით და გადმოვუვლით ხმამაღალი განაცხადი მგონია. განსაკუთრებით ჩაკვეტაძეს ვუფრთხილდეთ იმიტომ რომ შეიძლება ერთ ასისტში გააკეთოს თამაში.
რაბუ
07 ივლისი 2022 12:35
2
ბიჭებმა გული და სული ჩადეს თამაშში და ამისათვის მადლობა.მოსაგები თამაში იყო,მაგრამ გაძევების გამო,ვერ მოვიგეთ.ამ თამაშმა დამარწმუნა,რომ სლოვანი ჯერ კიდევ ძალიან შორს არის ფორმისაგან და ეს შანსი ჩვენ აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა,მაგრამ ხეირიანად ვერც ერთხელ ვერ დავარტყით,მეტოქე გვიბლოკავდა დარტყმებს,მხოლოდ სუსტად დარტყმულები მიდიოდა კარისაკენ.ჩვენი დაცვა კი,სამწუხაროდ საშუალებას აძლევდა მეტოქეს ძლიერი დარტყმები განეხორციელებინა კარში და რომ არა ჩვენი მეკარის დიდებული თამაში,ასეთ გუნებაზე ნადვილად ვერ ვიქნებოდით.არ ველოდი,მაგრამ ვაისმა მოედანზე საკმაოდ ადრე შეუშვა ჩაკვე და სრული კარტბლანში მისცა,თამაშის წარმართვისა.გიოს დიდი დრიბლინგები და სისწრაფეები არ უჩვენებია,მაგრამ პირველივე შეხებით საგოლე პასი მისცა პარტნიორს(მეკარემ გვიხსნა),შემდეგ კი,საჯარიმოს ხაზთან თვითონ აგვკიდა ჯარიმა და დარტყმაც რომ გამოსვლოდა,კუპატაძეს მაგ პოზიციიდან ბურთის მოგერიება ძალიან გაუჭირდებოდა.ყველა სტანდარტულსაც გიო ასრულებდა და ეს ნიშნავს,რომ ვაისი მის სრულად დატვირთვას აპირებს,ენდობა და დარწმუნებული ვარ,აათამაშებს.ბიჭს ტვინი თავის ადგილზე აქვს,მოძრაობის სიზუსტეს და სისწრაფეს,თანდათან აღიდგენს.ვაისმა ადრეული შეცვლებითაც გამაოცა.ალბათ ფეხბურთელების არასაკმარისი ფიზიკური მომზადების გამო.ბათუმში სლოვანი გაცილებით უფრო მობილური და გამძლე გუნდი ჩამოვა და მეტ პრობლემებსაც შეგვიქმნის.განსაკუთრებით ჩვენს დაცვის ხაზს.ამაში დარწმუნებული ვარ.დასაწყისში ბათუმელები შევაქე,გულიანი და მებრძოლი ხასიათის გამო,ახლა კი,ცუდზეც ვთქვათ.ბათუმის დინამოს,გამოუცდელ გუნდს უკვე ვეღარ უწოდებ,ნახევარი გუნდი,ნაკრების წევრია და წელს ისეთ გუნდებს გადაურბინეს,სლოვანი მათზე დამთრგუნველად ვერ იმოქმედებდა.მეორე მხრივ უკვე 15 წამზე გაფრთხილების აკიდება,მერე კიდევ გაფრთხილება და ტაიმის ბოლოს მეორე ყვითლის(შესაბამისად წითლის) მიღება,თანაც სრულიად არასაჭირო გაფრთხილებები მიიღეს.თამაშის ბოლოს კი,ერთბაშად სამმა კაცმა,უაზროდ აიკიდა ყვითელი ბარათები.ასეთი რამე,წინა წლებიდანაც მახსოვს და მეტისმეტი აღგზნებით ვხსნიდი,მაგრამ უკვე გამოცდილ ბიჭებს,ასეთი თავის დაკარგვა ეპატიებათ?ხედავ მსაჯი ერთი წამით არ გინდობს,უფრო პირიქით და შენც საბაბს აძლევ,არაპროფესიონალიზმია.ცხელი გულით და ცივი გონებით უნდა ითამაშოთ ბიჭებო.ეს მხოლოდ კგბს ლოზუნგი არ არის,ეს პროფესიონალიზმის ნიშანია.მომდევნო თამაშებში აუცილებლად კიდევ მივიღებთ ბარათებს და ყოველი ბარათი,რომელიმე ჩვენი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდება.8 ყვითელი ბარათი,საიდანაც ორი,ავტომატურად წითელ ბარათად გადაიქცა,ნამეტანია.ფლანგებზე მაგრად იმუშავეს აზაროვმა და ჩაბრაძემ,მაგრამ კარის წინ,ცენტრალური ზონა და ამას დამატებული საყრდენები,სრულყოფილად ვერ კეტავდნენ დარტყმის ზონებს და ბურთი კარისაკენ მიდიოდა.ქება და დიდება ლაზარეს,მაგრამ ყველა დარტყმას.ყოველთვის ვერც ის აიღებს,გოლის გატანა კი,ხელსაყრელი მომენტების მიუხედავად,გვიჭირს.გია გეგუჩაძეს რა უნდა ვასწავლო,აქეთ გვასწავლის მთელ საქართველოს,მაგრამ ზურიკოს და ფლამარიონის გაყვანა,ცოტა ნაადრევად მომეჩვენა.ძალიან ბევრი იმუშავეს,დაიღალნენ,მაგრამ ისეთი თამაში იყო,სანამ კიდევ რამე შეეძლოთ,ისინი უნდა დარჩენილიყვნენ მოედანზე.ვაწაძის დიდი პატივისცემის მიუხედავად,მას არ აქვს ის სისწრაფე და დრიბლინგი,10 კაციან დინამოს კონტრშეტევაზე რომ გააქცევდა.მას სულ განსხვავებული თამაში სჭირდება და გიამ ეს,ჩემზე ათასჯერ უკეთესად იცის.ალბათ მართლაც ძალიან დაიღალნენ ბიჭები,რაკი შეცვალა.განმეორებით თამაშში,დაწმუნებულივარ,სლოვანი საგრძნობლად უკეთეს ფიზიკურ ფორმაში ჩამოვა,მეტი აგრესიულობით,შეთამაშებით, სისწრაფეებით და არა მგონია აწყვეტილ შეტევაზე გაუშვას ბიჭები,გეგუჩაძემ.ჩაკვეც უფრო კარგად გაიცნობს გუნდს,მის კომბინაციებს და თუ ფიზიკურად კარგად იქნა,ალბათ უფრო მეტ დროსაც მისცემს.არ ვიცი ძალიან წინააღმდეგობრივი განწყობა მქონდა თამაშის დროს,ერთის მხრივ არ მინდოდა ჩვენ საყვარელ ბიჭებს,ჯაბას,გურამს,გიოს,ჩვენთვის საფრთხე შეექმნათ,მეორე მხრივ კი,მინდოდა ძალიან კარგად ეთამაშათ.მგონი ისინიც მსგავს განწყობაზე იყვნენ და მეტს არ იღებდნენ საკუთარ თავზე.არ ვიცი როგორ იქნება ბათუმში.ვისურვებდი,ბრწყინვალედ ეთამაშა ამ სამეულს,მაგრამ გამარჯვებით,მაინც ბათუმელებმა გაიმარჯვონ.განმეორებითი მატჩიც მალე მოვა და ბიჭებს გამარჯვებას ვუსურვებ,კარგ თამაშთან ერთად.
სოსო
07 ივლისი 2022 11:21
1
მადლობა ბატონო სოსო, სწორადაა გაშუქებული თამაში და ფეხბურთელების მონაწილეობა მასში. გეთანხმებით, ნურავინ იფიქრებს, რომ თავი ქუდში გვაქვს, რაც გვჩვევია ქართველებს და ბევრჯერ დავსჯილვართ ამის გამო. ამის ბოლო მაგალითი არარატ-არმენია იყო, მოვიგეთ გასვლა და ჩავთვალეთ, რომ სუსტი გუნდია და გასულები ვართო. ბათუმში სულ სხვა თამაში იქნება, მეც ვაფასებ გეგუჩაძეს და იმედი მაქვს ბიჭებს მოდუნების საშუალებას არ მისცემს. კარგად დაწყებული საქმე ბოლომდეა მისაყვანი. გული მწყდება, რომ იქით მხარესაც არიან ჩვენი ბიჭები, თანაც საყვარელი ფეხბურთელები. მაგრამ არაუშავს ითამაშებენ კოფერენცლიგაზე.
გიზოგ
07 ივლისი 2022 17:02
0
კომენტატორს რაც შეეხება ძალიან მომწონს მისი მიდგომა იმიტომ რომ არც ერთხელ უხსენებია სიტყვა რამენაირად გავძლოთ, არ გავუშვათ, რა გვეშველება. პირიქით, კაცნაკლულზეც მოგებისკენ იწევდა, რაც ფსიქოლოგიურადაც კარგად მოქმედებს მაყურებელზე
რაბუ
07 ივლისი 2022 12:20
0
ყოჩაღ ბათუმის დინამოს,ძალიან კარგად ითამაშეს,სასიამოვნოდ გაოცებული ვარ.სლოვანს ერთი უპირატესობა ექნება ბათუმში კაპიტანი არ ეყოლება ,რომელიც დიდი ძალა არის დაცვაში,მაგრამ ამ დანაკლისს გულშემატკივარი შეავსებს,ბათუმელ გულშემატკივარს ეს ძალიან კარგად შეუძლია.ვინც თვალს ადევნებს ბათუმის თამასებს დამეთანხმება დაცვა ბათუმის სუსტი წერტილია,წარმატებები!!!!!
გაბუ
07 ივლისი 2022 10:43
1
კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის რასაც ვიძახდი.. ქართველ ფეხბურთელებს ის ურჩევნიათ ბურკინა ფასოში ითამაშონ და თქვან საზღვარგარეთ ვთამაშობ ბრაატო ვიდრე დინამო თბილისში ან ბათუმში იყვნენ საკუთარ ოჯახთან და სამეგობროსთან ახლოს.. ჩაკვეტაძე დარწმუნდება რომ ბათუმი ბევრად ჯობს მაგ სლოვანს. ისე კაშია და კანკავა ჩაკვეს რეჟიმს მოუყვანენ იმედია დაუჯერებს და არ შემოებერტყინება ))
რონი
07 ივლისი 2022 14:46
1
gushindelma tamashma achvena ro slovani erti chveulebrivi gundia, batumshi pavoriti dinamoa, es tamashi mosagebia, meti kuradgeba dacvashi da shemdeg etapze dinamo gava.
BARSA
07 ივლისი 2022 13:06
0
შესანიშნავია!!!ბრაოო!!
დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე მშვენიერი ფსიქოლოგიური განწყობაც შეიქმნა დინამო ბათუმმა..
ცხელი ზაფხული დახუნძლული სიურპრიზებით ამას ზამთარში ვამბობდი ნაკრები დაიწყებს და დინამო ბათუმი დააგვირგვინებსთქო...
ეჰ კაშო კაშო მთავარია კაცობა ფული და ხელფასი შენ ასაკში მეორეხარისხოვანი უნდა იყოს წესით...))))
შავი კაცი
07 ივლისი 2022 00:53
24
ვულოცავ ბათუმის დინამოს და ბათუმელებს წარმატებულ სტარტს და ბევრი ეტაპების გავლას ვუსურვებ.
ვუყურებდი თამაშს და 70-იანი წლების ბოლო და 80-იანის დასაწყისი მახსენდებოდა, როცა ქართველები გასვლაზეც ისევე თამამად თამაშობდნენ, როგორც შინ. გაიხარეთ ბიჭებო ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა გახარებისთვის. ფორცა, ფორცა ბათუმი.
გაიოზ გოშაძე
07 ივლისი 2022 17:11
0
ამდენი ხალხი რადგან ამბობს კომენტატორზე ცუდს ესეიგი ღიზიანდება მაყურებელი,თვითონ უნდა მოშორდეს მიკროფონს ან პროდიუსერმა უნდა მოაცილოს რეპორტაჟს.
ჟორიკა
07 ივლისი 2022 16:14
1
კომენტატორი ვაი უი მის კომენტატორობას გაიტანეტ გრელანდია
pepe
07 ივლისი 2022 16:02
3

სიახლეები პოპულარული