რომელ არხებზე შეგეძლებათ დღეს ქართული გუნდების მატჩების ხილვა კონფერენს ლიგაზე

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" შემდეგ ევროტურნირებზე დღეს კიდევ 3 ქართული გუნდი ჩაერთვება.

20:00 საათზე გორში, "თენგიზ ბურჯანაძის" სახელობის სტადიონზე, "საბურთალო" ალბანურ "პარტიზანს" მიიღებს, მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას კი "სილკ უნივერსალი" განახორციელებს.

20:00 საათზევე არის ჩანიშნული მატჩი ფინეთში კუპსსა და გორის "დილას" შორის. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული დაპირისპირების ტელეტრანსლაცია არ იგეგმება.

რაც შეეხება თბილისის "დინამოსა" და "პაიდეს" შეხვედრას, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება, ამ მატჩს საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ემიგრანტებისთვის Setanta Sports Georgia თავის Facebook-გვერდზე პირდაპირ ეთერში გადასცემს.

საქართველოს ტერიტორიაზე მატჩის ხილვა Setanta Sports 2-ისა და
adjarasports 1-ის სატელევიზიო არხებზე, ასევე setantasports.com-ის ონლაინპლატფორმაზეა შესაძლებელი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გუშინ დინამოს თამაშსს ინტერნეტში ვუყურე ებრაულ არხზე, adjaratv საიტი არ მუშაობდა, დღესაც ალბათ იგივე ხდება. რაში ვუხდით მილიონებს მაუწყებლებს :@
ნიკა აგიაშვილი
16:58 07-07-2022
0
გაქსუებულ-ჩამყაყებული საზ,მაუწყებელი
zura222-ს
16:19 07-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული