გორის სტადიონზე ისევ დაბნელდა - "საბურთალო" "პარტიზანთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „საბურთალო“ „პარტიზანთან“ 0:1 დამარცხდა.

„საბურთალო“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მაინც წააგო. შესვენებაზე გორის სტადიონზე ჩვეულად შუქი ჩაქრა, თამაში 15 წუთის დაგვიანებით განახლდა და მასპინძელთა შეცდომის შედეგად სტუმრებმა დაწინაურება მოახერხეს. შეხვედრის დასასრულს თბილისური გუნდი შტურმზე გადავიდა, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა და მარცხი განიცადა.

საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს ტირანაში ჩატარდება.

გორი.“თენგიზ ბურჯანაძე“
საბურთალო - პარტიზანი 0:1
გოლი: კარა (47)

საბურთალო: მეგრელიშვილი, ჩადუნელი, კაკუბავა, ჯგერენაია (შ. ნონიკაშვილი 55), გოჩოლეიშვილი, მიოჩი (ო. მამაგეიშვილი 86), ქარდავა (გოშთელიანი 66), ტაბატაძე (გ.
მამაგეიშვილი 87), გულიაშვილი, ლ. ნონიკაშვილი (ჯინჯოლავა 66), სიხარულიძე

პარტიზანი: ტაგჯა, ჰადროი, ბიტრი, ბიელიცა, ატანასკოსკი, მურატაი (ტელუჩი 84), მასანგა მატონდო, რარაი, ჰოტი (ნდრეკა 66), კარა, სკუკა (ცვეტანოსკი 74)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ბათუმის გარდა გუნდი არცერთი არაა ყოველ წელს ერთიდაგივე ხდება რაგჭირთ ბიჭო სომხეთის გუნდი გავიდა ბოლობოლო ერთხელ ცხვორებაში არ უნდა გაგვახაროთ ვინმემ? არ გრცხვენიათ?
0
ის ფაქტი რომ საბურთალო გორში თამაშობს და თან იმ სტადიონზე სადაც შუქი სისტემატიურად ქრება უკეთეს შედეგს არც უნდა ველოდოთ. მშვენიერი შედეგია. ფრთხილათ ტრამვები არ მიიღოთ ბიჭებო!
გუჯი
22:56 07-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული