ფიფია ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა - ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა ქართული კლუბების მარცხი შეაფასა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე ქართული კლუბების მარცხი "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქგვერდზე" შეაფასა:

"სამი ქართული გუნდი გამოდიოდა კონფერენსლიგაზე და სამივემ წააგო.
ყველაზე დიდი საოცრება კი თბილისის "დინამომ" ქნა - ესტონურ გუნდთან სახლში 2:3 წააგო, თან ისე, რომ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე 2:1-ს იგებდა.

ისეთი სულელური გოლები გაუშვეს, ლამისაა ვიფიქრო, რომ საკუთარ წაგებაზე დადებული ჰქონდათ. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, თუმცა რა გვაქვს სახუმარო? ჩვენი ჩემპიონატი უკვე ყველას ჩამორჩება. რომ არა ბათუმის "დინამო", მთლიანად მოგვეჭრებოდა თავი.

ცალკე უნდა ითქვას რომან ფიფიაზე, რომელიც
ყოვლად გაუგებარ პოლიტიკას ატარებს კლუბში და ალბათ მსოფლიოში საფეხბურთო კლუბის ერთადერთი მეპატრონეა, რომელიც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა.

თავი დავანებოთ იმას, ამდენი წელია მეტ-ნაკლებად ნორმალური გუნდი რომ ვერ შექმნა, ფეხბურთელების გაზრდითაც ვერ ხეირობს ნორმალურად. წარმოიდგინეთ, კვარაცხელია გაზარდეს და ისე გაუშვეს, კაპიკი ვერ იშოვეს. ამხელა ტალანტი ვერ ამოიცნეს და "რუსთავს" დაუთმეს. მამარდაშვილი "ლოკომოტივს" დაუთმეს (მისი გაყიდვიდან ფული კი შეხვდათ, რადგან განათხოვრებული ჰყავდათ, მაგრამ ასეთ მეკარეს რომ გაანათხოვრებ...). ასევე მარტივად გაუშვეს ზურიკო დავითაშვილი, ლობჟანიძე, ბოლოს აზაროვი და ა.შ. სია გრძელია.

ტიპი ფეხბურთელებს ვერ ცნობს და საქართველოს ნომერ პირველი გუნდის მეპატრონეა. ერთადერთი, მწვრთნელების ხშირად ცვლა ეხერხება."

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" ბრატისლავაში "სლოვანს" (0:0) დაუზავდა, კონფერენს ლიგაზე კი თბილისის "დინამო", გორის "დილა" და "საბურთალო" დამარცხდნენ. განმეორებითი მატჩები ერთ კვირაში შედგება.

altვისი ბრალია? "დინამო" და სხვები სანაკრებო წარმატებას ლაფს ასხამენ!

მკითხველის კომენტარები / 44 /
ძალიანაც კარგად იცის ყველაფერი.პროსტა ამ ფორმით რასაც წლებია კადრულობს უადვილესია ფულის შოვნა.რაში ჭირდა ძლიერი გუნდი! რა საქართველოს ჩემპიონატში
ნაკლები უკადრებია თუ რა.არაა მეგობრებო ეს დინამო ჩვენი ეს ფიფიასია. და სანამ მისია შევეშვათ ყველა აღარ დავივლიჯოთ ნერვები
wbc
09 ივლისი 2022 08:59
2
სიმართლეა როგორც იქნა დაწერა კულტურულად ვიღაცამ. ფიფია შეიძლება ცუდი კაცი არაა მაგრამ არ არის ფეხბურთი მაგის საქმე რა. კი არიან ისეთი შეიხები და ბიზნესმენები ვინც ფეხბურთში დიდად ვერ ერკვევიან მაგრამ იმათ ფული მაინც აქვთ იმდენი რომ უკვე გაქაჩულ აღიარებულ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ყიდულობენ და ფულით ქაჩავენ ძირითადად. ან წესიერ მრჩეველებს და მცოდნე ხალხს მაინც პოულობენ მაგდენი ტვინი და სიბრძნეც აქვთ. ამას არა -არც ერთი არც მეორე არც მესამე იმდენი ფულიც არა აქვს და ნატირები გვაქ ყოფა. აქ საქართველოში, პატარა ქვეყნებში და დაბალ ბიუჯეტიან გუნდებში მაგარი მცოდნე და ნიჭიერი უნდა იყო რომ სწორად მართო გუნდი და წარმატებები დადო. ბათუმის დინამომ ხო დაამტკიცა რომ შესაძლებელია ეს საქართველოში, და ფიფიას კიდე რა გააკეთოს ვერ გაუგია დღემდე. თან ყავდა ბევრი კარგი მწვრთნელები რომლებიც არ უნდა გაეშვა მარა მაგდენის აზრზე არაა როგორც პატარა ფეხი დაუცდათ ეგრევე გაუშვა. მუშაობასაც არ აცლის, საერთოდ არაფრის აზრზე არაა და მაგიტომაა რომ დღემდე არაფერი არ უჭერია.
Bidzia.
09 ივლისი 2022 00:44
1
რა მიამიტები ხართ ვისაც გგონიათ რომ პრობლემა ფეხბურთის არ ცოდნაში და მენეჯმენტშია. ამდენი წარუმატებლობა რომელიც წლებია გრძელდება და შეცდომებზე ვერ სწავლობ უკვე სხვა ეჭვს ბადებს, რომ თამაშებს ყიდიან. მაგრამ ინტუიციით და მე ეს ასე მგონია ხელს ხო ვერ დაადებ, საჭიროა რამე ხელმოსაჭიდი ფაქტი. სადღაც გასკდება მგონია ეს ნაღმი და აეხდება ფარდა ყველაფერს და დინამოს სხვა სირცხვილთან ერთად ჩაწყობილ თამაშებშიც დასდებენ ბრალს. ჩემი აზრია სხვა დასკვნა უბრალოდ ვერ გამოვიტანე. დინამო ფიფიას გარეშე . . .
რაბუ
09 ივლისი 2022 00:34
5
ფარერებში საშვილიშვილო შერცხვენის მერე ამ კაცს რადიკალური სვლა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ როგორც ჩანს დინამო მას მოგებას აძლევს და რატომ იწვალოს.ტაიმბოლოთ წაგებაზე 50 კუში ამოიღეს.ეს ჩიტი მეტრეველი კი რას ბაზრობს
დიმა
09 ივლისი 2022 00:32
3
ხოჭოლავაც გაუშვეს , სასტავში ვერ ხვდებოდა...
დიმო
08 ივლისი 2022 23:21
1
მად რაღაც სხვა "ბაზარი" მგონია...
Zviads
08 ივლისი 2022 18:44
0
რომა უმადურებსი ხარ ბრატ
o o n
08 ივლისი 2022 18:38
18
მართლაც აჭრილია ფიფია, ასე ხშირად მწვრთნელების და სპ.დირექტორების ცვლას კარგი არაფერი რომ არ მოაქვს ვერ მიხვდა 12 წელია.აკადემიაშიც კარასკო დააბრუნა,რომელსაც არანაირი მოტივაცია არ აქვს ისე უჯიგროდ მუშაობს,საბურთალოდან გაუშვეს,გალოთებული იყო ტიპი და ამან აქ მოგვიყვანა,უამრავ ფულს უხდის,მაგ ხელფასზე კარგ ლეგიონერს მოიყვანდა,რომელსაც შემდეგ გაყიდდა და იხეირებდა.შეხედოს კიევს,შახტარს.იქ მწვრთნელებს 2-3 წელს აძლევდნენ და შედეგიც მიიღეს,სკაუტინგიც სწორი ჰქონდათ. აქ აგენტების და პროტეჟეების იგროკებითაა გუნდი სავსე და მწვრთნელს უწევს იმათთან მუშაობა ვინც ჰყავს და,რა შედეგს ვთხოვთ?კონკურენცია არაა არცერთ პოზიციაზე,როგორც ბათუმშია. იქმნება შთაბეჭდილება,რომ სულ სხვა რამისთვის ჭირდება გუნდის ყოლა,რაღაცის მასკიროვკაა))აბა სხვა რა უნდა იფიქრო როცა 12 წელია ერთ წრეზე ტრიალებ??
გია
08 ივლისი 2022 18:11
0
ისე მეტრეველი ყველაფერში რომ პროფესორია რუსეთ- საქართველოს ომიდან დაწყებული ფეხბურთის "წწონკი" წესებამდე ისიც უნდა იცოდეს რომ კვარაცხელიას ტრასფერიდან [არა მარტო] თბილისის დინამოს,როგორც ფეხბურთელის აღმზრდელს, ყველა ვარიანტში კანონით ეკუთვნის სოლიდური წილი, ვისაც არ უნდა გაეყიდა.
კაკო
08 ივლისი 2022 17:30
25
დინამოს ეკუთვნის სეზონზე მხოლოდ 2ათასი ლარი,ანუ სულ 10 ათასი,რახან რუსთავში გადავიდა.ეგრეა სფფ დებულებით.აი რუსთავი რა თანხაზე გაურიგდა რუბინს ეგ უცნობია.ალბათ მინიმუმ 1მლნ.ლარი
koba
08 ივლისი 2022 18:21
0
მაგ სიაში გეგუჩაძეც არის ნომერ 1.ფულს შოულობს და კიდიაო ეს რო იყოს მართლა სისულელე სისულელეე აღარ გათავდა,3 წელი ეს ბენიო ბურთს აცილებს და გოლი გაგვდის..ჩივაძე არ ყოფილა ამდენ ხანს გავუშვათ(გაუშვან) მე დინამომ გული მომიკლა და საერთო გაგებით აღარ მოვიხსენიებ(((
მირო
08 ივლისი 2022 17:11
1

სიახლეები პოპულარული