ფიფია ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა - ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა ქართული კლუბების მარცხი შეაფასა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე ქართული კლუბების მარცხი "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქგვერდზე" შეაფასა:

"სამი ქართული გუნდი გამოდიოდა კონფერენსლიგაზე და სამივემ წააგო.
ყველაზე დიდი საოცრება კი თბილისის "დინამომ" ქნა - ესტონურ გუნდთან სახლში 2:3 წააგო, თან ისე, რომ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე 2:1-ს იგებდა.

ისეთი სულელური გოლები გაუშვეს, ლამისაა ვიფიქრო, რომ საკუთარ წაგებაზე დადებული ჰქონდათ. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, თუმცა რა გვაქვს სახუმარო? ჩვენი ჩემპიონატი უკვე ყველას ჩამორჩება. რომ არა ბათუმის "დინამო", მთლიანად მოგვეჭრებოდა თავი.

ცალკე უნდა ითქვას რომან ფიფიაზე, რომელიც
ყოვლად გაუგებარ პოლიტიკას ატარებს კლუბში და ალბათ მსოფლიოში საფეხბურთო კლუბის ერთადერთი მეპატრონეა, რომელიც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა.

თავი დავანებოთ იმას, ამდენი წელია მეტ-ნაკლებად ნორმალური გუნდი რომ ვერ შექმნა, ფეხბურთელების გაზრდითაც ვერ ხეირობს ნორმალურად. წარმოიდგინეთ, კვარაცხელია გაზარდეს და ისე გაუშვეს, კაპიკი ვერ იშოვეს. ამხელა ტალანტი ვერ ამოიცნეს და "რუსთავს" დაუთმეს. მამარდაშვილი "ლოკომოტივს" დაუთმეს (მისი გაყიდვიდან ფული კი შეხვდათ, რადგან განათხოვრებული ჰყავდათ, მაგრამ ასეთ მეკარეს რომ გაანათხოვრებ...). ასევე მარტივად გაუშვეს ზურიკო დავითაშვილი, ლობჟანიძე, ბოლოს აზაროვი და ა.შ. სია გრძელია.

ტიპი ფეხბურთელებს ვერ ცნობს და საქართველოს ნომერ პირველი გუნდის მეპატრონეა. ერთადერთი, მწვრთნელების ხშირად ცვლა ეხერხება."

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" ბრატისლავაში "სლოვანს" (0:0) დაუზავდა, კონფერენს ლიგაზე კი თბილისის "დინამო", გორის "დილა" და "საბურთალო" დამარცხდნენ. განმეორებითი მატჩები ერთ კვირაში შედგება.

altვისი ბრალია? "დინამო" და სხვები სანაკრებო წარმატებას ლაფს ასხამენ!

მკითხველის კომენტარები / 44 /
მე დავწერე რომ ფიფიას არ ყავს მაღალი დონის და საერყოდ რამე დონის სპორტული მენეჯერი ასევე ფინანსური მენეჯერი არ ყავს არც სკაუტები ყავს წესიერი ფაქტი სახეზეა რა ხარისხის ფეხბურთელები მოყავთ ლეგიონერებად და რასაც ეს კაცი იძახის ნაწილობრივ ვეთანხმები ამხელა ტალანტები ჩაკვეტაძეც პლიუს ამათ ისე გაუშვეს ვერაფრით იხეირეს არც სპორტული მენეჯერი არც ფინანსური მენეჯერი არც სკაუტები არც იურისტები არ ყავს და როგორ უნდა ისე კლუბი ააშწნოს მეც არ მესმის არანაირად მე ეს სავწერე სხვა სტატიაზე ცოტა ცენზურის დაუცველად და არ გამოაქვეყნეს მაგრამ ფაქტია ეს რგოლი საერთოდ მოშლილია კლუბის მართვაში და შედეგიც კი ხედავთ რა საცოდაობაა. და თუ ეს ყველაფერი ტვითონ არის რაც ჩამოვთვალე მალადეც ძმაო არ ვიცი ფიფიას მადლობა აკადემიისთვის სხვა მაინც ხეირობს აკით და ბოლოს ქვეყანას მაინც ადგებიან მაგრამ ფულს ხარჯავს და სხას ჩუქნის მერე გულუხბიბკაცი ყოფილა ფიფია.
კახელი
08 ივლისი 2022 17:02
1
იქნებ მოქალაქეებმა გამოვისყიდოთ დინამო და გადავცეთ სახელმწიფოს
gela
08 ივლისი 2022 16:49
8
რად უნდა სახელმწიფოს? დამისახელე ერთი დუნდაც საშუალოდ წარმატებული კლუბი, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის.
გოგი
08 ივლისი 2022 18:33
1
დღეს ძალიან მოდაშია რომან ფიფიას ლანძღვა,ფეხბურთი ერ ესმისო.შესაძლოა ასეცაა,მაგრამ როდისმე უთქვამს,მესმისო?შექმნა საფეხბურთო აკადემია,რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარი მომმარაგებელია.ესაა მაინც მთავარი.ადრე თუ დინამო იყო საქართველოს სახე,ახლა საქართველოს ნაკრებია და მისი შემადგენლობის უმეტესობა თუ მისი აკადემიის გაზრდილია,ესე იგი,დასაფასებელი ყოფილა მისი საქმიანობა.ასე არ არის?ასეა,მაგრამ გაღიზიანებულები,ამ კარგსაც აარაფრებთ.გაიხსენეთ როგორ ლანძღავდით თემურ ქეცბაიას,ახლა კი,მის მაშინდელ დამცველებს,რაიმე რომ წამოგვცდეს,ცოტა კრიტიკულად თქმული,აქეთ გადაგვივლით,თქვენ ვის უბედავთო.კარგი ბატონო და წავიდა ფიფია.არის მყიდველი,ვინც გუნდს ფულს დაახარჯავს და გააძლიერებს?მეეჭვება,თორემ სიხარულით მოიშორებდა.არავის უხარია,ყველა რომ გაგინებს.ახლა მეორე ვარიანტი,შეწყვიტა დაფინანსება და საერთოდ დახურა ყველაფერი.დინამო ჯანდაბას,მაგრამ ის აკადემიაც ხომ დაიხურება და ნაკრები შევსების მთავარ წყაროს დაკარგავს?რამდენი წელია სასამართლო დავას აწარმოებს,მისთვის წართმეული ქონების დაბრუნებისათვის,სადღაც 100 მილიონზეა საუბარი.წარმოდგენა არა მაქვს საქმის დეტალებზე,უბრალოდ ვიცი ეს ფაქტი,მაგრამ გიჟი ხომ არ არის ტყუოდეს და ჩიოდეს.თუ ეს ქონება დაიბრუნა.დინამოს დაფინანსებასაც ხომ გაცილებით უკეთესად შესძლებს?ან ვინმემ შესთავაზა კლუბის თანადაფინანსება?რაღაც არა მგონია.ასე რომ ოცნების წასვლისა არ იყოს,იმაზეც დაფიქრდით მისი დინამოდან წასვლით რა მოხდება და თუ მაინც მოითხოვთ მის წასვლას,ფეხბურთიდან,სწორედ იმის ღირსები იქნებით,რასაც თქვენ ფიფიასათვის იმეტებთ.თავის დროზე მილანის მილანი,მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო კლუბი იყო,მაგრამ როგორც კი,მისი მმართველი ადრიანო გალიანი წავიდა,ყველაფერი ისე აირია,სრული ქაოსი იყო და მხოლოდ წელს,ისიც ისე ,რომ არავის სჯეროდა თუ ამას შესძლებდა,გუნდმა დაიბრუნა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.იქაც მწვრთნელთა ცვლა,ფეხბურთელთა მიდი-მოდი,უსახური გუნდი,რომლის ფეხბურთელებიც ცალცალკე საკმაოდ კვალიფიციურები იყვნენ,მაგრამ გუმდს არც სახე ჰქონდა და არც სტილი.დაახლოებით ასეა თბილისის დინამოშიც.კლუბის მენეჯმენტია გასაუმჯობესებელი.არ ვიცი რა ჰქვია დინამოში ამ თანამდებობას.არც ის ვიცი,რა ერქვა გალიანის თანამდებობას,მაგრამ სწორედ მაგ პოზიციაზეა ძლიერი კადრი საპოვნელი.მხოლოდ დინამოში კი არა,უმეტეს ქართულ კლუბებშიც.ამდენი კადრი,საქართველოს ნამდვილად არ ჰყავს და შესაბამისად ასეთი კადრების მომზადება,მწვრთნელთა მომზადებაზე არანაკლებადაა აუცილებელი.ეს სპორტის სხვა სახეობებსაც სჭირდება და ესე იგი საკმაოდ ბევრი კვალიფიციური მენეჯერი გვჭირდება.ამაზეა ზრუნვა საჭირო,სახელმწიფოებრივ დონეზეც კი.ჩვენ არა მხოლოდ სპორტში,ყველა ბიზნესში გვაქვს კვალიფიციური მენეჯმენტის პრობლემა.კი,ამზადებენ მენეჯერებს,ჩვენი უნივერსიტეტები,მაგრამ ეტყობა ან მათი ხარისხია ძალიან დაბალი,ან კიდევ სხვა სახის ბიზნესებისათვის ამზადებენ.მთლიანად საქართველოს პრობლემაა ეს და არა მხოლოდ ფიფიასი.კარგი მენეჯერი ფინანსებსაც მოიძიებს კლუბისათვის და სახელმწიფოს ხელში შემყურე აღარ იქნება ესა თუ ის კლუბი.ბავშვთა ფეხბურთთან ერთად ეს სფერო უნდა ამოიქაჩოს და ეს,შეუდარებლად გაზრდის ფეხბურთის მომგებიანობას.რა ფიფიას არ უნდა მეტი შემოსავალი მიიღოს,ან მისმა გუნდმა გაიმარჯვოს?ძალიანაც უნდა.სხვანაირად შეუძლებელია,მაგრამ ვერ ახერხებს,კადრების არყოლის გამო და ამის მიუხედავად მაინც აგრძელებს ამდენი შეურაცხყოფის მომტან საქმიანობას.გამოდის,რომ ფაქტობრივად მხოლოდ თავისი გინების ფასად, საქართველოს ფეხბურთს ამარაგებს ნიჭიერი ახალგაზრდობით.საქართველოში ესეც მოდაშია,ვინც საქვეყნო საქმეს აკეთებენ და ამაში საკუთარ სახსრებს ხარჯავენ,იმათ აგინებენ ისინი,ვისაც ნგრევის და ფულის კეთების მეტი არაფერი უკეთებიათ.თურმე მხარჯველნი მტრები არიან,ხოლო დამანგრეველნი,საქმისათვის თავდადებულნი.რა ვიცი,მერაბ მეტრეველმა ამას წინათაც დაწერა რაღაცა,ამ საიტმაც სტატიის სახით გადმოიტანა და ვიღაცამ რომ კრიტიკული შეფასება მისცა მერაბ მეტრეველის სტატიას,ჟურნალისტმა კრიტიკა ვერ აიტანა და მებრძოლი მამალივით მიაფრინდა კრიტიკოსს.სულ ორ სტრიქონიანი გამოხმაურება იყო მერაბ მეტრეველის მხრიდან და ამ ორ სტრიქონში,რვა შეცდომა დავითვალე.სახელიანმა ჟურნალისტმა,ამერიკის ხმაში რომ მუშაობს,ორ სტრიქონში რვა შეცდომა დაუშვა.გამოდის არც მას სცოდნია ქართული ენა და ჟურნალისტადაც ვერ უნდა იმუშაოს.როგორ გგონიათ თავს დაანებებს? არა მგონია.არც უნდა გაანებოს,მაგრამ შეცდომები გამოასწოროს და ხანდახან,ქართული ენის სახელმძღვანელოში ჩაიხედოს.მე რომ შემეშალოს რაღაცა,მეპატიება,მაგრამ ქართულ ენოვან ჟურნალისტს,ჩემზე მეტი მოეთხოვება.ყველა სფეროშია ასეა.პროფესიონალს,მეტი უნდა მოეთხოვებოდეს.
ძალიან გამიგრძელდა სათქმელი.ბევრი ალბათ არც წაიკითხავს,რა არის ამდენიო.ბევრი ალბათ დისლაიქსაც(დაწუნებას) დამისვამს,წაგებებით გაღიზიანებული,ბევრმა შეიძლება ჩემზეც თქვას ეს რას ერეკებაო,მაგრამ ვინც მაინც წაიკითხავთ,სანამ პირდაპირ დისლაიქზე გამიშვებს,ჯერ იმაზე დაფიქრდეს,ამდენი რისთვის ვიქაქანე.ბრაზი ყველაზე ცუდი მოკავშირეა,პრობლემის გადაწყვეტის დროს.ბრალდება პრობლემას ვერ წყეტს.პრობლემას,მისი გადაწყვეტის გზის მოძებნა გადაწყვეტს და თუ ვიპოვით,ფიფიაც მოიგებს,გორის დილაც,საბურთალოც და მთელი ქართული ფეხბურთიც.გვეყოს ლანძღვა და გინება.მე,რაღაცა გზას ვთავაზობ ქართულ ფეხბურთს,ალბათ სხვები სხვას მოიფიქრებენ.მხოლოდ ერთმანეთის თანადგომით შევძლებთ ფეხბურთის, თუ ზოგადად ქვეყნის ამოყვანას იმ უფსკრულიდან,სადაც ჩვენივე არაკომპეტენტურობის და სხვისი წამხედურობის გამო აღმოვჩნდით.ჩვენ თუ არ ვიფიქრეთ,ჩვენ გადარჩენაზე,სხვა არ და ვერ გვიშველის.ტვინი და ხელი უნდა გავატოკოთ,რადგან წყალწაღებულის გადასარჩენად,ხელის მოსმაა საჭირო.
სოსო
08 ივლისი 2022 16:40
24
გეთანხმები, კომენტარების უმეტესობაში ბრაზი, იმედგაცრუება, ემოცია , დამნაშავის პოვნა, შური და ა.შ. ჭარბობს, ეს სენი ქვეყანაში ფეხმოკიდებულია, გეგმაზომიერად ,,ვიღაცა" ნოყიერ ნიადაგს ქმნის რომ ერი სულ ამ დაწყევლილ წრეზე გვატაროს.... ამ ფონზე იზრდებიან ფეხბურთელებიც და ნაკლები შრომით და სწავლით ჯეკპოტის მოხსნა უნდათ, არა ბატონო.....ქართული ფეხბურთი, შემადგენელ კომპონენტებთან ერთად, ახლიდან ასაშენებელი....
გუსანი
09 ივლისი 2022 12:16
0
შენ პირს შაქარი გიოსვანო,მაგრამ არის ასეთი ვინმე?აქამდე არავინ გამოჩენილა და იქნებ ამის შემდეგ გამოჩნდეს.მყიდველის პოვნას,ჩემი აზრით მაინც კარგი მენეჯერის პოვნა სჯობია,მაგრამ ორივე ვარიანტია,თუ ვინმე გამოჩნდება.
სოსო
08 ივლისი 2022 17:59
2
ყველა გამოხმაურება
ფიფიას პრობლემა მარტო იმაში არ არის რომ ფეხბურთში ვერ ერკვევა სათანადოთ. სხვა მაგალითები რომ ავიღოთ არც აზიელი შეიხები ერკვევიან მაგრამ ისინი აყენებენ კლუბებს მაღალ დონეზე( ფინანსური შეფარდება გასაგებია და არავინ ითხოვს ფიფიასგან მსოფლიოს ტოპ გუნდის დაყენებას) ამ კაცს არ მენეჯმენტში გაეგება რამე , კლუბის არც ერთი რგოლი არ მუშაობს ნორმალურად , მარტო მწრთვნელის კი არა დედაბუდიანად შესაცვლელია ყველა კადრი როგორც საბავშო ასევე ზრდასრულების.
SSSSSS
08 ივლისი 2022 16:18
1
აღარ იაროთ თამაშებზე, აღარ უყუროთ დინამოს ტრანსლაციებს -სხვანაირად არ წავა და ღირსიც იქნებით, რადგან მაინც უყურებთ და მაინც ხელს უწყობთ მაგ საქმიანობაში. ასე რომ ნუღა წუწუნებთ, გყავდეთ ფიფია. ვეტერანებს განსაკუთრებული მადლობა
კაპიტან გარდენბურგი
08 ივლისი 2022 16:15
6
Amqveknad gamqralia sircxvil-namusis grdznoba,marto qartul klubebs ar vgulisxmob saertod kvelafershi,Moxda da moxda wavaget ra mere?ragac gavafuchet ra mere?ragacashi chavicherit ra mere?...araferi icvleba piriqit vechvevit kvela rom unda wavagot,gavafuchot,davangriot,gavapartakot.....ra meree???sanam magrad ar shegvcxeba rom aset rameebs vaketebt ma'am araferi sheicvleba!!!fexburts 1 kvirashi shansi aqvt ragac shecvalon gamoasworon,inamuset biwebo warmatebebs kvelas!!!
Givi
08 ივლისი 2022 15:10
1
ეს თუ არ გააგდეთ თავისით არ წავა,რუსეთის აგენტები რამეს კარგს იზავენ საქართველოსთვიის?ერთი ბიძინამ ააშენა ქვეყანა თუ არ დაანგრია და მეორე რომანი ააშენებს დინამოს ..ორივე ქვეყნიდან გასაძევლები არიან..
ასევე
08 ივლისი 2022 15:10
36
სექტა ყველგან სათავისოს ეძებს))
მარტვილელი
08 ივლისი 2022 17:36
4
100% გეთანხმები
beqa
08 ივლისი 2022 15:22
14
ძნელია რამეში შეედავო, სამწუხაროდ სრული სიმართლეა!
Irakli
08 ივლისი 2022 14:56
4
ოოოოო სიმარტლეს რა უყოოოოოოოოოოოოოო ჯერ ბაქი ბუქი დაგვგუპა
pepe
08 ივლისი 2022 14:49
1
მერაბ მეტრეველს- ადექი და გამოისყიდე ფიფიასან დინამო და მიხედე ;)
პ.ს. შენ ხომ ლიბერალი ხარ,ანუ ფული მთავარი ღირებულებაა,არა?!
ადამიანი
08 ივლისი 2022 14:47
22
ლიბერალიზმში, როგორც იდეოლოგიაში, მთავარი ღირებულება ადამიანია და არა ფული.
დავითი
08 ივლისი 2022 15:14
7

სიახლეები პოპულარული