ფიფია ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა - ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა ქართული კლუბების მარცხი შეაფასა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე ქართული კლუბების მარცხი "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქგვერდზე" შეაფასა:

"სამი ქართული გუნდი გამოდიოდა კონფერენსლიგაზე და სამივემ წააგო.
ყველაზე დიდი საოცრება კი თბილისის "დინამომ" ქნა - ესტონურ გუნდთან სახლში 2:3 წააგო, თან ისე, რომ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე 2:1-ს იგებდა.

ისეთი სულელური გოლები გაუშვეს, ლამისაა ვიფიქრო, რომ საკუთარ წაგებაზე დადებული ჰქონდათ. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, თუმცა რა გვაქვს სახუმარო? ჩვენი ჩემპიონატი უკვე ყველას ჩამორჩება. რომ არა ბათუმის "დინამო", მთლიანად მოგვეჭრებოდა თავი.

ცალკე უნდა ითქვას რომან ფიფიაზე, რომელიც
ყოვლად გაუგებარ პოლიტიკას ატარებს კლუბში და ალბათ მსოფლიოში საფეხბურთო კლუბის ერთადერთი მეპატრონეა, რომელიც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა.

თავი დავანებოთ იმას, ამდენი წელია მეტ-ნაკლებად ნორმალური გუნდი რომ ვერ შექმნა, ფეხბურთელების გაზრდითაც ვერ ხეირობს ნორმალურად. წარმოიდგინეთ, კვარაცხელია გაზარდეს და ისე გაუშვეს, კაპიკი ვერ იშოვეს. ამხელა ტალანტი ვერ ამოიცნეს და "რუსთავს" დაუთმეს. მამარდაშვილი "ლოკომოტივს" დაუთმეს (მისი გაყიდვიდან ფული კი შეხვდათ, რადგან განათხოვრებული ჰყავდათ, მაგრამ ასეთ მეკარეს რომ გაანათხოვრებ...). ასევე მარტივად გაუშვეს ზურიკო დავითაშვილი, ლობჟანიძე, ბოლოს აზაროვი და ა.შ. სია გრძელია.

ტიპი ფეხბურთელებს ვერ ცნობს და საქართველოს ნომერ პირველი გუნდის მეპატრონეა. ერთადერთი, მწვრთნელების ხშირად ცვლა ეხერხება."

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" ბრატისლავაში "სლოვანს" (0:0) დაუზავდა, კონფერენს ლიგაზე კი თბილისის "დინამო", გორის "დილა" და "საბურთალო" დამარცხდნენ. განმეორებითი მატჩები ერთ კვირაში შედგება.

altვისი ბრალია? "დინამო" და სხვები სანაკრებო წარმატებას ლაფს ასხამენ!

მკითხველის კომენტარები / 44 /
მწვრთნელები კი მოყავს ნორმალური, მაგრამ გუნდს მაინც არაფერი ეშველა. კონკრეტულად ამ თამაშში ფიფიას რა ბრალია, ფეხბურთელებმა დაუშვეს შეცდომები, მწვრთნელმა უნდა შეარჩოს და ლეგიონერები მოაყვანინოს
gio
08 ივლისი 2022 14:45
24
მოსაცილებელია ეს ადამიანი
beqa
08 ივლისი 2022 14:12
1
ფიფიამ რაქნას ტვიტონ ხო არ იტამასებს არც ფეხბურტელია და არც მწვრტნელი ეგ არი სიმარტლე რაც არ მოგწონტ ტტტტტტტტტ ქქქქქ............
kaka
08 ივლისი 2022 14:06
53
მფლობელი კლუბის ფიფიაა და ფინანსურათ მისცეს მეტი გასაქენი მწვრთნელის და მოიყვანს ნორმალურ ფეხბურთელებს.
გიორგი777
08 ივლისი 2022 15:01
0
ასეთ კომენტარს რომ დაწერ ადამიანი, ესეიგი შენც ვერ ერკვევი ფეხბურთში. ან მეგობარი არ გყავს, ან ახლობელი, აზრი მაინც კითხე სანამ რაიმე სისულელეს იტყოდე. ეს გაუნათლებლობის და არაკომპეტენტურობის გამომჟღავნება წესით უნდა გრცხვენოდეს.
ოტტო
08 ივლისი 2022 14:41
2
100%
შიშველი სიმართლე
08 ივლისი 2022 14:04
1

სიახლეები პოპულარული