თამარ ჭიჭინაძე დელეგატის ფუნქციას ინგლისში, ქალთა ევროპის ჩემპიონატზე, ევრო 2022-ზე შეასრულებს. პირველი მატჩი, რომელზეც ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ქართველი ფუნქციონერი იმუშავებს, 8 ივლისს გერმანია-დანიის დაპირისპირებაა, რომელიც ლონდონში, ბრენტფორდის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ამას გარდა, თამარ ჭიჭინაძე 12 ივლისს გერმანია-ესპანეთის, 16 ივლისს დანია-ესპანეთის და 21 ივლისს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩზე იმუშავებს.
სფფ-ის წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია უეფას დელეგატად მუშაობს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გამართულ მატჩებზე.
GFF