ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელის, ნიკა სანდოხაძის 2 წლის გოგონას დახმარება სჭირდება

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელის, ნიკა სანდოხაძის 2 წლის გოგონას, ნინა სანდოხაძეს, დაუსვეს იშვიათი დიაგნოზი: იუვენილური ართრიტი სისტემური დასაწყისით.

საქართველოში ჩატარებულმა ოთხთვიანმა მკურნალობამ, სამწუხაროდ, შედეგი ვერ გამოიღო. პრეპარატებმა გამოიწვია ძლიერი რეაქცია, რამაც ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა.

პატარა ნინას სასწრაფოდ ესაჭიროება გერმანიის რევმატოლოგიურ კლინიკაში გადაყვანა, ზუსტი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობა, რადგან ნინას აქვს მაღალი ტემპერატურა, გადიდებულია ღვიძლი, გულის პერიკარდში ჩამდგარია სითხე. ბავშვს აქვს გამონაყარი და განიცდის სახსრების ძლიერ ტკივილს. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება, დაგვიდგეთ გვერდში, რათა ყველამ ერთად შევძლოთ 2 წლის ნინა სანდოხაძის
გამოჯანმრთელება.

GE58TB7854045061100013
მიმღები: მარიამ კუტალაძე

GE25BG0000000163049600
მიმღები: ნიკა სანდოხაძე
მკითხველის კომენტარები / 8 /
კი ბატონო.
საკვირველია სძინავს კლუბს?
baggio
15:42 08-07-2022
1
Მაგარი წინ მივდივართ ფეხბურთში კაცს იმის საშუალება არ აქვს შვილს უმკურნალოს ღმერთმა გამოაჯამთელოს ეგ პატარა ანგელოზი. გაიკარით ჯიბეზე ხელი ვისაც ეხება და მიხედეთ ამ კაიკაცს რო გამოუჯამთელდეს პატარა ანგელოზი
Tete1234
19:10 08-07-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული