სლოვაკები ბათუმელი გულშემატკივრებით აღფრთოვანდნენ - თბილი დახვედრა აეროპორტში ვაისს, კაშიას, კანკავასა და ჩაკვეტაძეს

AutoSharing Option
ოთხშაბათს, 13 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, ბათუმის "დინამო" ბრატისლავის "სლოვანს" უმასპინძლებს. სლოვაკური კლუბი უკვე საქართველოშია და ოფიციალურ გვერდზე წერს:

"ყველაზე წარმატებული სლოვაკური კლუბი უკვე ბათუმშია. "თეთრები" დღეს პრესკონფერენციასა და მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს.

დილით სლოვაკებს ბრატისლავიდან ბათუმში უპრობლემო, დაახლოებით სამსაათიანი ფრენა ჰქონდათ. შავი ზღვის სანაპიროზე მათ მოღრუბლული ამინდი, 24 გრადუსი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა დახვდათ. მეტეოროლოგები დღეს და ხვალ (თამაშის დღე) ძლიერ წვიმას ვარაუდობენ.

აეროპორტშივე ჩანდა, რომ ადგილობრივები ფეხბურთით ცხოვრობენ. ბილეთები არა მხოლოდ ერთი კვირით ადრე გაიყიდა,
არამედ ქართველი გულშემატკივრები პირდაპირ აეროპორტში მოვიდნენ. ნაკრების მაისურებში რამდენიმე ქართველი ეროვნული ნაკრების ამჟამინდელ კაპიტან გურამ კაშიას, ყოფილ, დიდი ხნის კაპიტან ჯაბა კანკავასა და მათ კიდევ ერთ წარმომადგენელ გიორგი ჩაკვეტაძეს დახვდა. ისინი ასევე თბილად შეხვდნენ მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს, რომელიც თავის ასისტენტ ბორის კიტკასთან და ფიზმომზადების სპეციალისტ რომან შვანტნერთან ერთად საქართველოს ნაკრებში მუშაობდა.

ჩვენი გუნდის პრესკონფერენცია და მატჩისწინა ვარჯიში თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება."

შეგახსენებთ, პირველი მატჩი ფრედ (0:0) დასრულდა, ბათუმური დაპირისპირება კი 21:00 საათზე დაიწყება და მას პორტუგალიელი არბიტრი ნობრი განსჯის. მოგეხსენებათ, შეხვედრას ბათუმელთა კაპიტანი მამუკა კობახიძე გამოტოვებს, რომელიც სლოვაკურ მატჩში გააძევეს.

altჩაკვეტაძე: მიზანი მხოლოდ ბათუმის "დინამოს" ბარიერის გადალახვაა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბათუმის დინამოს მინდა მივმართო თხოვნი! არ გაგვიცრუონ იმედები, სლოვანზე ძლიერები არიან და თუ კონცენტრირებულები იქნებიან შეძლებენ მეტოქის დამარცხებას!სანამ კობახიძეს გააგდებდნენ, კონცენტრაცია აკლდათ, არეულებიც ჩანდნენ და მეტოქეს გატანის რამდენიმე შესაძლებლობა მისცეს! როგორც კი კაცნაკლულები დარჩნენ, უფრო მობილიზდნენ და მოწინააღმდეგეს ნაკლები შანსი მისცეს! მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ თუ კონცენტრაციას არ დაკარგავენ სლოვანს აუცულებლად გააგდებენ! წარმატებები საქართველოს ჩემპიონს!
ტარიელ მაღალდაძე
16:31 12-07-2022
0
ეს ჩვენებიც მაინც და მაინც ხვალ გაიგიჟებენ თავს :) მაგრამ იმედია ბათუმი მოიგებს.
odala
18:49 12-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული