გეგუჩაძე: სკეპტიკურად განწყობილი არ ვარ

AutoSharing Option
„სლოვანთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ისაუბრა:

"ქართული კლუბების შემდეგ ეტაპზე გასვლის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი არ ვარ. ყოველთვის ვცდილობთ, სათანადო სიმაღლეზე ვიყოთ და არ მგონია, ხვალ გამონაკლისი იყოს.

მნიშვნელოვან თამაშს მცირე მღელვარება სულ ახლავს, თუმცა მატჩის დაწყების შემდეგ ფეხბურთელებს ეს გადაუვლით. ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, რაც დიდ ფეხბურთელებსაც კი ჰქონიათ.

ზარია გუნდთან ერთად სულ 2 დღეა ვარჯიშობს. სხვა ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა. გაფრინდაშვილი პოლონურ "ზაგლებიეში" გადავიდა. მან ჩვენი გუნდის წინაშე ვალი მოიხადა. ის
ისევ გვჭირდებოდა,
თუმცა ჩვენ უფრო დიდი საფეხბურთო ქვეყნებისთვის ფეხბურთელების მიმწოდებელი ქვეყანა ვართ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
მაინც გაუგებარია კვირკველია როგორ არ დაიმატეთ!
კაპიტან გარდენბურგი
18:23 12-07-2022
1
ბათუმის დინამოს პრესსამსახურს დიდი მინუსი გაფრინდაშვილის გამოო...
იმედია დინამო ამ დანაკარგს მალე აღმოფქვრის და სათანადო ფეხბურთელს დაიმატებს..
გაფრინდაშვილს კი ულევ წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებთ სულით და გულით!!
შავი კაცი
19:47 12-07-2022
1

სიახლეები პოპულარული