ვაისი: "დინამო" უკეთესი გუნდი იყო - მიყვარხართ

AutoSharing Option
ბათუმის „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე „სლოვანის“ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა, რომელსაც თვალზე ცრემლი მოადგა:

"ემოციური შეხვედრა გამოვიდა. ბათუმის "დინამო" უკეთესი გუნდი იყო როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ და საგოლე შანსები ჰქონდა.

დავითაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა და კვარაცხელიას მსგავსად, დიდი მომავალი აქვს.

ჩემთვის საკმაოდ ემოციური შეხვედრა იყო, რადგან საქართველოს წინააღმდეგ ვიყავი.
5 წელი ვიმუშავე აქ, რაც ცოტა არაა. ქართული ფეხბურთი და ბათუმის "დინამო" სწორ გზაზეა. ყველა ქართველს წარმატებას გისურვებთ და მიყვარხართ".

მკითხველის კომენტარები / 17 /
რაც მოხდა მოხდა! არაუშავს, წარმატებები სლოვანს, იქაც ჩვენი ბიჭები არიან და რათქმაუნდა ამ სითბოსთვის რასაც ვაისი გამოხატავს დიდი მადლობა და პატივისცემა მას.
1
A kaci movida mogvigo cavida dans miyvarxarto
1

სიახლეები პოპულარული